in

ახალი წიგნი, სარეკლამო სფეროსთვის, დიოგენესგან !

გამომცემლობა “დიოგენე”- ცნობილი საერთაშორისო სახელმძღვანელო “რეკლამა და პრომოცია: ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების ხედვა”  გამოსცა, წიგნბის ავტორები არიან ჯორჯ ბელჩი და მაიკლ ბელჩი. nino kusrashviliნინო კუსრაშვილი(გამომცემლობა “დიოგენე”-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი):  “გამომცემლობა ,,დიოგენე’’ მხატვრული ლიტერატურის გარდა გამოსცემს ცნობილ საერთაშორისო საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოებს. ვცდილობთ ახალი დარგის სპეციალისტებისთვის მშობლიურ ენაზე დაიბეჭდოს სახელმძღვანელოები, რომელიც ხელს შეუწყობს მათ პროფესიულ განვითარებას და სტუდენტებს დაეხმარება ახალი პროფესიის შესწავლაში. რამდენიმე წლის წინ გამოვეცით ცნობილი ამერიკელი პიარსპეცილისტის დენის ლ. უილკოქსის და გლენ ტ. კამერონის ,,საზოგადოებასთან ურთიერთობა: სტრატეგია და ტაქტიკა.“ ავტორი საქართველოშიც იმყოფებოდა და მრავალი საინტერესო პრეზენტაცია და შეხვედრა გაიმართა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო პიარსპეციალისტებისთვის. ამჯერად პირველად გამოვეცით პიარისა და მარკეტინგის შემსწავლელთათვის სახელმძღვანელო ,,რეკლამა და პრომოცია: ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები“ ჯორჯ. ი. ბელჩი და მაიკლ ე. ბელჩის ავტორობით, რადგან ვთვლით რომ არა მხოლოდ სტუდენტებისთვის იქნება ძირითადი სახელმძღვანელო, არამედ დარგის სპეციალისტებისთვისაც სამაგიდო წიგნი გახდება.

M: რატომ შეარჩიეთ ეს წიგნი ? 

ვფიქრობთ სახელმძღვანელოს, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით იყენებენ სასწავლო პროცესში ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში სიახლეა და ქართველ სტუდენტებს მშობლიურ ენაზე შეეძლებათ პროფესიის შესწავლა. წიგნის ავტორები დარგის ცნობილი სპეციალისტები არიან, მოღვაწეობენ სან-დიეგოს უნივერსიტეტში და სხვადასხვა კომპანიას კონსულტაციებსაც უწევენ, რაც წიგნის აგებულებასა და შინაარსზეც აისახება.

სახელმძღვანელოში განხილულია ძირითადი მარკეტინგული საშუალებების – რეკლამის, პირდაპირი მარკეტინგის, ინტერაქტიული მედიის, გაყიდვის პრომოციის, საზოგადოებასთან ურთიერთობის, პერსონალური გაყიდვის – წარმართვის უახლესი მეთოდები. ყოველი თავი შეიცავს ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების ხედვის, IMC ტექნოლოგიების, გლობალური და ეთიკური ხედვის ჩანართებს. ამ ნაწილებში აღწერილია როგორც ბიზნესის, ისე რეკლამისა და პრომოციის სფეროში მოქმედი მსხვილი, საშუალო და მცირეკ ომპანიების მუშაობა; შესაძლებელი ხდება თეორიული დებულებების პრაქტიკაში გამოყენების (თუ არ გამოყენების) შედეგების აღქმა და გაანალიზება

M: ერთ-ერთი გავრცელებული პრობლემა არის თარგმნის სიზუსტე, ვინ თარგმნა ეს წიგნი ? 

თარგმანზე ხანგრძლივად მუშაობდნენ გამოცდილი მთარგმნელთა (ხ. ბასილაშვილი, მ. გოგოლაძე, მ. კეკელიძე, მ. კვესელავა, ხ. მაისაშვილი და თ. წილოსანი) და რედაქტორთა (ნ. აბესაძე, მ. კვესელავა, ნ. ნერგაძე და ც. ჩიკვაიძე) ჯგუფები. თარგმანის ხარისხის გარდა მნიშვნელოვანია ტერმინების თარგმნა და დამკვიდრება ქართულ სინამდვილეში. წიგნი დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს წიგნების თარგმანის პროგრამის მიერ.

 M: რამდენად პოპულარული და საჭიროა ამ სფეროში ნათარგმნი წიგნები? 

ასეთ გამოცემებს პოპულარულს თავად მკითხველი ხდის, რადგან თუკი რომელიმე სტუდენს ჩაუვარდება ხელში და დაიწყებს კითხვას, ის თავად უწევს რეკლამას ჯგუფელებში და მეგობრებში, რადგან 800 გვერდიანი ფერადი ილუსტრაციებით დაბეჭდილი სახელმძღვანელო დიდ შთაბეჭდილებას ახდებს მკითხველზე. რაც შეეხება საჭიროა თუ არა გიპასუხებთ, რომ საჭირო კი არა აუცილებელია, ვერ წარმომიდგენია სწავლობდე პიარს ან მარკეტინგს და ქართულ ენაზე გამოცემული ასეთი თანამედროვე, სრულყოფილი, ინფორმაციით სავსე წიგნით არ დაინტერესდე. სახელმძღვანელოს მთავარი ღირსებაა მისი სტრუქტურა, რომელიც დაყოფილია მთავარ თემებად: ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები,კომუნიკაციის პროცესი,პრომოციის პროგრამის მიზნების დასახვა და ბიუჯეტის შედგენა, კრეატიული სტრატეგია,მედია დაგეგმვა, პირადპირი მარკეტინგი, გაყიდვის პრომოცია,საზოგადოებასთან ურთიერთობა, პაბლისითი და კორპორაციული რეკლამა და საერთაშორისო რეკლამა და პრომოცია. ვიქრობ ეს ის მთავარი თემებია, რომელიც პროფესიონალი მარკეტერის და ნაწილობრივ პიარსპეციალისტის ყოველდღიური საქმიანობაა.

 M: ვისთვის არის ეს წიგნი განკუთვნილი ? 

წიგნი განკუთვნილია მარკეტერების, პიარსპეციალისტების და ამ დარგის შემსწავლელი სტუდენტებისთვის. ასევე სახელმძღვანელო ბიზნესის წარმართვაში დაეხმარება რეკლამისა და პრომოციის სფეროში მოქმედ მსხვილ, საშუალო და მცირე კომპანიებს, რადგან თითოეულ თავში განხილულია ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების ხედვა.    მრავალი წლის მანძილზე ბევრ კომპანიაში პრომოციული აქტივობა მასმედიაში რეკლამის განთავსებით შემოიფარგლებოდა. მარკეტერების უმრავლესობა თვლიდა, რომ პრომოციისა და მარკეტინგული კომუნიკაციების დამატებით ინსტრუმენტები იყო:   გაყიდვის პრომოცია,   პირდაპირი მარკეტინგი ,     შეფუთვის დიზაინი,   საზოგადოებასთან ურთიერთობა,   პაბლისითი,   კომპანიის იმიჯის ჩამოყალიბება, სამიზნე აუდიტორიასთან ურთიერთობა და სხვ.     ამერიკაში 1980-იანი წლებიდან დაიწყო ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების განვითარება და იმედი გვაქვს საქართველოშიც აქტიურად გამოიყენებენ მარკეტინგის უახლეს მეთოდებს.

M: თუ არის უკვე ცნობილი სამომავლოდ რომელ ბიზნეს ლიტერატურას თარგმნით ?

ცხადია გამომცემლობის პრიორიტეტებში შედის სასწავლო, საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოების გამოცემა. მომავლში ვაპირებთ გამოვცეთ სახელმძღვანელობი, რომელზეც იქნება მოთხოვნა და დაინტერესება მკითხველისგან.

დომინო პიცა საქართველო

Domino’s Pizza – საქართველოში შემოდის!

“პატარა სიკეთე ძალიან შორს წავა”! კოკა კოლას საშობაო ექსპერიმენტი