in

წყნარ ოკეანეში ახალი წყალქვეშა სახეობები აღმოაჩინეს!

ბოლო რამდენიმე კვირა მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა კვლევით გემზე გაატარა, რათა აღმოსავლეთ ტროპიკული წყნარი ოკეანე შეესწავლა. მათი მიზანი იმის გაგება იყო, თუ რა ცხოვრობდა 4000 მეტრ სიღრმეში. თანაც ეს რეგიონი განსაკუთრებით საინტერესოა მეცნიერებისთვის… თუნდაც იმიტომ, რომ როგორც SMARTEX-ის ექსპედიციის მეცნიერი ადრიან გლოვერი ამბობს, ფსკერის ერთ სანტიმეტრში იმაზე მეტი ცოცხალი ორგანიზმის ბიომასაა, ვიდრე მთლიან 4000 მეტრში. ეს ფაქტი თავიდან მკვლევრებისთვისაც გასაოცარი იყო, რადგან ასეთი ექსტრემალური სიღრმის პირობებში მზის შუქი არ აღწევს და ტემპერატურა მუდამ ძალიან ცივ 1.5 გრადუსს უდრის. 

M2
M2

თუმცა ამას შედარებით მარტივი ახსნაც მოეძებნება — წყალზე მკვრივი რაღაცები, მაგალითად მკვდარი წყალმცენარეები ან ცხოველები იძირება, რასაც ზღვის თოვლს უწოდებენ, ოკეანის ფსკერზე უზარმაზარ ფენებს ქმნის. გეოლოგების თქმით, წყნარი ოკეანის შუაგულში ზოგ ადგილზე ამ ნალექების ფენების ასაკი 180 მილიონი წლისაც კია… ეს არაჩვეულებრივი რამ არის და კვლავ შეგვახსენებს, თუ რამდენ წელს ითვლის ჩვენი ოკეანე.

ხოლო წყნარი ოკეანის ნაწილი, რომელიც Clarion-Clipperton Zone-ის სახელითაა ცნობილი (CCZ), უზარმაზარ რეგიონს წარმოადგენს. მარტივად რომ წარმოიდგინოთ, გეტყვით, რომ თითქმის ავსტრალიის კონტინენტის ზომისაა. პოლიმეტალური ნაერთების უზარმაზარ საბადოებს გვთავაზობს, რომლებიც კარტოფილის ზომის მინერალურ აკრეციას წარმოადგენს, რომელიც, თავის მხრივ, ყურადღებას იმ როლის გამო იპყრობს, რომელიც მწვანე ტექნოლოგიაზე გადასვლაში შეუძლია, შეასრულოს…

ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, გეტყვით, რომ Clarion-Clipperton Zone-ის შესწავლისას მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ამ სიღრმეებში ცოცხალი ორგანიზმების წარმოუდგენელი რაოდენობა იმალებოდა — ძალიან პატარა ღრუბლები, ბრიოზოები, კიბორჩხალას მსგავსი ქმნილებები, ჭიები და მოლუსკები გამაოგნებლად მრავალი სახეობის გვხვდება. 

როგორც ვიგებთ, ზოგიერთი ოკეანის სიღრმეში ასობით წლის მანძილზეცაა, მაგალითად ასე ხდება მთავარ ფოტოზე ასახული Barbie-pig-ის ზღვის კიტრისა და მშვენიერი მინის ღრუბლების შემთხვევაშიც… 

3 რჩევა თვითგანვითარებისთვის

„პროფესია ექიმი — ემოციების გამოფენა“ — ევექსის ფოტოპროექტი