in

მეცნიერებმა 100-ზე მეტი ახალი წყალქვეშა სახეობა აღმოაჩინეს!

ამბავი ასეთია: სამხრეთ ამერიკის სანაპიროზე მეცნიერებმა საოცარი ეკოსისტემები აღმოაჩინეს, რომლებიც აქამდე სრულიად უცნობი იყო მათთვის. იგი 100-ზე მეტ სახეობას აერთიანებს და მისი აღმოჩენა Schmidt Ocean Institute-ს ეკუთვნის, რომელმაც წყალქვეშა მთები გამოიკვლია — ამ მთებში ჩვენ ვიპოვეთ საცხოვრებლები, რომლებსაც საერთოდ არ მოველოდით, ჩვენი შედეგები არაჩვეულებრივია.

M2
M2

უფრო ზუსტად რომ გითხრათ, მეცნიერები აღდგომის კუნძულთან ახლოს, ჩილესა და პერუს სანაპიროების 2900 კილომეტრს იკვლევდნენ, ეს კი 200 წყალქვეშა მთას მოიცავს. აღნიშნული სივრცე თევზის მრავალი სახეობის სახლია, მათ შორისაა ხმალთევზა და სკუმბრიაც (jack mackerel)… Juan Fernandez-ისა და Nazca-Desventuradas-ის საზღვაო პარკებსაც მოიცავს. თუმცა გუნდი ახლა ამ დაცული ტერიტორიების მიღმა გავიდა წყალქვეშა როვერის დახმარებით და თითქმის 4.6 კილომეტრამდე მიაღწია, სადაც სიცოცხლის უნიკალური ფორმები აღმოაჩინეს, რომლებიც დედამიწაზე სხვაგან არსად ენახათ. 

ფიქრობენ, რომ ამ ადგილზე ადგილობრივი სახეობების ასეთი მაღალი დონე მთის ქედითაა გამოწვეული, რომელიც მას სხვა სივრცეებისგან გამოყოფს. ამ ფაქტს Atacama Trench-სა და Humboldt Current-ის სისტემასაც მიაწერენ. აქვე საუბრობენ ჟანგბადის დაბალ დონეზე… მეტიც, თითოეულ წყალქვეშა მთას, როგორც აღმოჩნდა, თავისთვის უნიკალური ეკოსისტემა აქვს, იქნება ეს ზღვის მარჯანი, ლობსტერები თუ სხვა.

სახეობების სრულად იდენტიფიცირებას ბევრი წელი შეიძლება, დასჭირდეს, სელანესმა და თავისმა გუნდმა ამ საოცრად ლამაზი და ნაკლებად ცნობილი ბიომრავალფეროვნების ადგილიდან წარმოუდგენელი რაოდენობის ნიმუშები მოგვაწოდეს, — აცხადებენ Schmidt Ocean Institute-ში. 

მკვლევრები კი ახლა სწორედ ამ ნიმუშების ანალიზის ეტაპზე არიან.

ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ თითოეულ წყალქვეშა მთას საკუთარი ფაუნა, გარემოს საკუთარი კომბინაცია აქვს. ასე რომ, მხოლოდ ზოგიერთი მათგანის დაცვა ეფექტური არ იქნება, რადგან ასე ვერ დავიცავთ იმ მთლიან მრავალფეროვნებას, რომელიც ამ სივრცეშია, — აცხადებს ხავიერ სელანესი, ბიოლოგი.

ფიქრობენ, რომ ოკეანეებში მილიონობით მრავალუჯრედიანი სახეობა ცხოვრობს, რაც, მოგეხსენებათ, ჩვენი პლანეტის ზედაპირის 70%-ს მოიცავს. მეცნიერებს კი ამ ეტაპისთვის მხოლოდ მათი 6% აქვთ შესწავლილი. სწორედ ამიტომ ვარაუდობენ, რომ არსებული სახეობების დაახლოებით 2/3 უცნობია. ეს ფაქტი კი სელანესის გუნდის აღმოჩენას კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის.

Honda-მ გაფართოებული რეალობის სავარძელი შექმნა

ინსტინქტების როლი მარკეტინგში