მსოფლიოს ყველა მნიშვნელოვან ქალაქში შეხვდებით ე.წ. „ოლდ სითის“ და „ნიუ სითის“ – ქალაქის ცენტრალურ, საქმიან ნაწილს. თბილისში „დაუნთაუნის“ შექმნის პირველი ამბიციური განაცხადი Axis Towers-ს ეკუთვნის.
„Axis Towers-ის“ მიზანია, არ შემოიფარგლოს მხოლოდ ბიზნესცენტრით, არამედ იფუნქციონიროს, როგორც საზოგადოებრივი დანიშნულების პროექტმა და საყოველთაო მიზიდულობის ცენტრმა.
„Axis Towers-ის“ გუნდის კონცეფციის თანახმად, უნდა ჩამოყალიბებულიყო „ბიზნესდისტრიქტი“, სადაც ოფისები და სასტუმროები მოიყრიდა თავს. საქმიანი უბანი, ამავდროულად, გააგრძელებდა დედაქალაქის ტურისტულ ზონას, რომელიც ძველი თბილისიდან იწყება და მელიქიშვილის გამზირზე სრულდება.
„Axis Towers-ის“ პროექტის განხორციელებისას გადადგმულმა თითოეულმა ნაბიჯმა გარშემო სხვა ბიზნესცენტრების ჩამოყალიბებას თავისთავად შეუწყო ხელი. ამაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ბიზნესტურიზმზე ორიენტირებული 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს შემოყვანამ. ბიზნესუბნის ჩამოყალიბებისთვის ყველა საჭირო პირობა შექმნა 17 000 კვადრატულ მეტრზე განთავსებულმა ბიზნესცენტრმა, რომელსაც ირგვლივ აქვს ყველა სერვისი: ყველაზე დიდი საკონფერენციო დარბაზი 7 სათათბირო ოთახით, მისაღები სივრცეები და ლაუნჯ ვერანდა. ამასთან ერთად, ბიზნესცენტრი მოიჯარეებს და სტუმრებს შენობიდან გაუსვლელად შეუძლიათ ესტუმრონ დასასვენებელ, რეკრეაციული სივრცეს; პრემიუმ კლასის კაფე-რესტორნებს; სავაჭრო ცენტრს; ფიტნეს დარბაზს; ველნესს; 25-მეტრიან აუზს და ა.შ. „Axis Towers-ის“ მაღალი კლასის ბიზნესცენტრი მოიჯარეებს მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. მათ შეუძლიათ მიიღონ სტუმრები ან თავად ისარგებლონ ზემოთ ჩამოთვლილი სერვისებით. ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, „Axis Towers-ის“ სახით, ქალაქის ცენტრში ახალი „ლენდმარკი“ გაჩნდა.
აღსანიშნავია, რომ „Axis Towers-ი“ რეგიონში პირველი მსოფლიო სავაჭრო ცენტრია.
გარდა ამისა, „Axis Towers“-ის გუნდმა, დამატებით, F&B (food and beverage) მიმართულება შექმნა – 12 რესტორანი და 7 ბარი ნებისმიერი გემოვნების ადამიანისთვის. ეს მიმართულება ადგილობრივებსაც მოიზიდავს და უცხოელ ტურისტსა თუ ბიზნესმენს ნამდვილ გასტრონომიულ მოგზაურობას შესთავაზებს.
შეიძლება ითქვას, რომ „Axis Towers-ის“ ჩანაფიქრი, მიზიდულობის ცენტრის შექმნასა და ტურისტული სივრცის გაგრძელებასთან დაკავშირებით, შესრულებულია. ჭავჭავაძის გამზირს დღეს უკვე თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ „დაუნთაუნი“, რომელმაც დედაქალაქს ახალი ტურისტული სივრცე შემატა.