in

ახალი Volvo XC90 გაუმჯობესებული შესაძლებლობებით უკვე საქართველოშია

  • სრული დამუხტვის შემთხვევაში Volvo XC90 76 კილომეტრამდე მანძილს ფარავს

„ვოლვო ქარ საქართველოს“  შოურუმში შვედური პრემიუმბრენდის უახლესი, 2024 წლის მოდელი Volvo XC90 უკვე ხელმისაწვდომია. განახლებული XC90 გაუმჯობესებულია როგორც ვიზუალური, ისე ფუნქციონალური მახასიათებლებით. ვოლვოს ერთ-ერთი ყველაზე ეკომეგობრული მოდელი ერთგულად მიჰყვება ბრენდის კონცეფციას და თავისი შთამბეჭდავი მახასიათებლების წყალობით კიდევ უფრო მეტად ზრუნავს გარემოზე. სრული დამუხტვის შემთხვევაში Volvo XC90 76 კილომეტრამდე მანძილს ფარავს.

XC90, რომელიც Volvo-ს ფლაგმანია, წლების განმავლობაში ბრენდის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი მოდელია. პრემიუმსეგმენტის საოჯახო შვიდადგილიანი ავტომობილი, ისევე როგორც ვოლვოს ნებისმიერი მანქანა, უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტებით გამოირჩევა და აღჭურვილია მოწინავე სისტემებით. რადარისა და წინა კამერის გამოყენებით, განახლებულ XC90-ს შეუძლია აღმოაჩინოს, გადახვედით თუ არა შემხვედრ ზოლში და უსაფრთხოდ დაგაბრუნოთ თქვენს ზოლში, რათა თავიდან აიცილოთ შეჯახების რისკი. მას შეუძლია, გამოიყენოს დამუხრუჭება და საჭე, რათა თავიდან აიცილოს შეჯახება სხვა სატრანსპორტო საშუალებებთან, ფეხით მოსიარულეებთან, ველოსიპედისტებთან ან გზაზე მოძრავ ცხოველებთან.

განახლებულ მოდელში შეიცვალა ავტომობილის ცხაურა და, ასევე, მცირედით შეცვლილია ფარები. მნიშვნელოვნადაა გაუმჯობესებული ინტერიერი, გაზრდილია ცენტრალური სენსორული ეკრანის ზომა, მაღალი გარჩევადობა კი აუმჯობესებს მომხმარებლის გამოცდილებას.

ასევე დამატებულია ახალი მულტიმედია ფუნქციები და აპლიკაციები. XC90-ის განახლებულ ინტერიერს, აქვს ასევე განახლებული სალონი, რომელიც  საუკეთესო თანამედროვე სკანდინავიური დიზაინითაა წარმოდგენილი. გაძლიერებულია განათებაც, რაც კიდევ უფრო მეტად უსვამს ხაზს ავტომობილის პრემიალურობას. სალონში გვხვდება მანქანისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ჟღერადობის Bowers & Wilkins-ის აუდიოსისტემა, რომელსაც შეუძლია, ზედმიწევნით გაიმეოროს სცენის, საკონცერტო დარბაზის ან ჯაზკლუბის აკუსტიკა.

Volvo XC90-ის მუშაობის ძირითადი მექანიზმი:

  • 6 საათია საჭირო 100%-ით დამუხტვისათვის
  • Pure Mode რეჟიმზე გადაყვანის შემთხვევაში, ავტომობილი საერთოდ არ მოიხმარს საწვავს და არც ნახშირბადის კვალს ტოვებს
  • 76 კილომეტრის გავლის შემდეგ მანქანა არ ჩერდება და შიგაწვის ძრავაზე გადადის

სკანდინავიური მინიმალიზმით შექმნილი მოდელის გაძლიერებულ ძრავას 462 ცხენის ძალა აქვს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ მონაცემებით 2-ტონიან ავტომობილს 5,3 წამში აჩქარება შეუძლია.

ტექნიკური მახასიათებლები:

  • Volvo XC90 Plug-in Hybrid
  • ამძრავი თვლები: ოთხივე წამყვანი
  • სავარძლების რაოდენობა: 7
  • ძრავა: 2.0 ტურბო + ელექტრო ძრავა
  • სიმძლავრე: 462 ცხენის ძალა
  • აჩქარება 0-100კმ 5.3 წამში
  • მაბრუნი მომენტი: 709 ნმ
  • მაქსიმალური სისწრაფე: 180 კმ/სთ
  • ერთი დამუხტვის რესურსი: 76 კმ-მდე
  • საწვავის მოხმარება: 1.3ლ/100კმ-ზე
  • CO2 ემისია — 29გ/კმ-ზე

Volvo-ს უახლესი ავტომობილების შეძენა მომხმარებელს „ვოლვო ქარ საქართველოს“ შოურუმში შეუძლია. მოდელის 360 გრადუსით დათვალიერება და ტესტდრაივზე ჩაწერა კი კომპანიის ვებგვერდზეა შესაძლებელი.

შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ციფრული მაღაზიითაც ისარგებლოს, კომპანიის ვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით დისტანციურად შეაფასოს და კონფიგურატორის დახმარებით სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც „ვოლვო ქარ საქართველო“ უზრუნველყოფს.

თეგეტა ჰოლდინგის ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია ვოლვო ქარ საქართველო შვედურ ბრენდს საქართველოში 2019 წლიდან წარმოადგენს. კომპანია პრემიუმ კლასის ავტომობილების ოფიციალური იმპორტიორია. კომპანია მომხმარებელს SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს, მათ შორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე შიგაწვის ძრავიანი უახლესი მოდელები. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ციფრული მაღაზიით ისარგებლოს, კომპანიის ვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით, დისტანციურად შეაფასოს და კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც „ვოლვო ქარ საქართველო“ უზრუნველყოფს.

[პარტნიორის კონტენტი]

როგორ უნდა გამოიყენოთ ხელოვნური ინტელექტი SEO ოპტიმიზაციისთვის

როგორ დავაღწიოთ თავი მარტოობის განცდას და ჩამოვაყალიბოთ ურთიერთობები