in

ახალი Windows Copilot-ის გამოყენება ნებისმიერი მოწყობილობით შეგიძლიათ

veon
veon

Windows 11 24H2-ს ახალი Copilot ინტერფეისი აქვს, რომელიც დიდ ფანჯარაში გასახსნელად არის შექმნილი, განსხვავებით წინამორბედი ვერსიისგან, რომელიც მხოლოდ დესკტოპის გვერდითა პანელზე იყო მიბმული. მისი გამოყენება უკვე შეგიძლიათ ნებისმიერ მოწყობილობასა და ვებ-ბრაუზერზე.

Microsoft-ს უკვე აქვს Copilot AI ჩატბოტ ასისტენტის ვებ-აპლიკაციის ვერსიაც, რომელიც ხელმისაწვდომია copilot.microsoft.com-ზე. Copilot ახლა მხოლოდ ვებ-აპია, რომელიც მუშაობს ჩვეულებრივ აპლიკაციის ფანჯარაში და დიზაინის კუთხითაც ძალიან განსხვავებულია.

ის ბევრად კარგად ასახავს Fluent UI-ს, რომელიც Windows 11-ის აპლიკაციებში გამოიყენება. Copilot-ს აქვს როგორც ნათელი, ასევე მუქი რეჟიმიც. ამასთანავე, თქვენი მოწყობილობის მიმდინარე თემასთან სინქრონიზაციის შესაძლებლობასაც გაძლევთ. შეგიძლიათ დააწკაპუნოთ პროფილის ხატულაზე ზედა მარჯვენა კუთხეში და აირჩიოთ „Appearance“ ვიზუალური თემის შესაცვლელად.

ის შეგიძლიათ დააინსტალიროთ Google Chrome-ით ან Chromium-ზე დაფუძნებული სხვა ბრაუზერებით. 

5 აპლიკაცია, რომლებიც დილით სწრაფად გაღვიძებაში დაგეხმარებათ

Golf 50 წლის ხდება — Volkswagen-ის კამპანია