2019 წლის გაზაფხულზე, სამკურნალო – ბალნეოლოგიურ კურორტ ახტალაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება. მისი ხელმძღვანელის ინფორმაციით, კონსტრუქციას, 2-3 წელი დასჭირდება.

როგორც გამოცემა „კომერსანტი“ წერს, საპრივატიზებო პირობების მიხედვით, მყიდველს, მინიმუმ, 12 000 000 ლარის ინვესტიცია და 120 ნომრის მქონე სასტუმრო კომპლექსის მოწყობა ევალება, რომელიც უნდა მოიცავდეს ღია და დახურული ტიპის საცურაო აუზებს, რესტორნებს, სარეაბილიტაციო და გამაჯანსაღებელ ცენტრს, ასევე, სულ მცირე 50 ავტომობილზე გათვლილ ავტოსადგომს. გარდა ამისა, კომპლექსში უნდა დაასაქმოს, მინიმუმ, 50 ადამიანი და კურორტზე დასაქმებულთა 80%–თან, მათივე თანხმობის შემთხვევაში, შრომითი ურთიერთობის შენარჩუნება.
„ახტალა“ 2018 წლის ივნისში 3 760 000 ლარად გაიყიდა. ამჟამად მისი მეპატრონე შპს „გლობალ ვიქთორი ჯეორჯიაა“, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი არაბთა გაერთიანებული საემიროებში რეგისტრირებული Global Victory Investments Limited-ია. მანამდე ბალნეოლოგიური კურორტი სახელმწიფო საკუთრებაში იყო.
სამკურნალო – ბალნეოლოგიური კურორტი ახტალა საქართველოში ერთადერთია, სადაც ნერვული სისტემის, ძვალ-სახსროვან, გინეკოლოგიურ, უროლოგიურ, გინეკოლოგიურ, დერმატოლოგიურ დაავადებებს, სპეციალური ტალახით მკურნალობენ.












