Gingko Design-მა ახალი სანათი, Accordion Lamp, შექმნა, რომელიც არა მხოლოდ ფუნქციური დატვირთვის მატარებელია, არამედ ვიზუალის თვალსაზრისითაც იდეალურად ერწყმის ინტერიერს. ორ ხის ბოლოს შორის მოთავსებული გოფრირებული ქაღალდის აბაჟური სანათის გახსნის, დაკეცვის და გაფართოების საშუალებას იძლევა.
ასევე, ხის ბოლოებში მაგნიტებია ჩაშენებული, რათა რამდენიმე სანათის ერთმანეთთან დაკავშირება მოხერხდეს. ერთგვარი ინსტალაციის განთავსება კი შეიძლება როგორც ჩამოკიდებულ, ისე მყარ მდგომარეობაში. “აკორდეონის სანათი” ხის 3 ვარიანტს გთავაზობთ — ბამბუკის, კაკლის და ნეკერჩხლის. გარდა მაგნიტებისა, ხის პანელები შეიცავს LED ნათურებს და 1600 mAh ელემენტს, რომელიც სრული დამუხტვით 6-8 საათს მუშაობს.
რაც მთავარია, იგი ორი სახის ნათებას სთავაზობს მომხმარებლებს, რაც თბილიდან ცივ განათებაზე გადასვლის საშუალებას იძლევა.