11
May
2015

Miu Miu-ს სექსუალურობა აუკრძალეს

11 May 2015

Elit Electronics
Elit Electronics


ბრიტანეთის რეკლამის სტანდარტის მარეგულირებელმა ორგანიზაცია ASA-მ Miu Miu-ს ახალგაზრდების სექსუალურობაზე ხაზის გასმა აუკრძალა.

აკრძალვის მიზეზი ჟურნალ “Vogue”-ში გამოქვეყნებული ფოტოებია. ASA-ს თქმით, ბავშვების სექსუალური სარეკლამო ფოტოსესია კრეატორების მხრიდან დიდი უპასუხისმგებლობაა.

გაზაფხული-ზაფხულის Miu Miu-ს ფოტოებზე ახალგაზრდა მსახიობი მიეი გოტია, რომელიც ლარს ფონ ტრიერის “ნიმფომანში” გადაიღეს. ბრენდი უარყოფს ბრალდებას, რადგან ფოტომოდელი 22 წლისაა და ის ტანსაცმელი, რომელიც აცვია მისი ტანის 50%-ზე მეტს ფარავს.

ანალოგიურად მოიქცა ჟურნალი Vogue და ხაზგასმით განაცხადა, რომ მათი მკითხველი საკმაოდ განათლებული სეგმენტია და ფოტოსესიას ადეკვატურად შეაფასებს.  მიუხედავად ყველა განაცხადისა ორგანიზაციამ ფოტოები მაინც დაბლოკა.

 

miu-miu_5 (1)

miu-miu_4 miu-miu_3 miu-miu_2 miu-miu

განხილვა