in

აკრობატული მოძრაობებით გადმოცემული ინვესტირების სიზუსტეები – T. Rowe Price–ის ვიდეორგოლი

საინტერესოა, რა შუაშია აკრობატიკა და ინვესტიციების მენეჯმენტი ერთმანეთთან?! ერთი შეხედვით, სრულიად სხვადასხვა სფეროა და არც არაფერი აერთიანებთ, მაგრამ T. Rowe Price–ს სარეკლამო რგოლმა შესაძლოა სერიოზულად დაგაფიქროთ. კომპანიისთვის რგოლი სააგენტო The VIA Agency–მ შექმნა და პროფესიონალი აკრობატებიც მოიწვია. კარგად რომ დავუკვირდეთ, საინტერესო მინიშნებებს აღმოვაჩენთ. ორივე შემთხვევაში სიზუსტე გადამწყვეტი ფაქტორია, თუ აკრობატი ნახტომის დროს ზედმეტ მოძრაობას გააკეთებს, მაშინ დაშვება შესაძლოა საკმაოდ პრობლემატური აღმოჩნდეს. ასეა ინვესტირების შემთხვევაშიც, თუ ყველაფრის ზუსტი ანალიზი და გათვლა არ განხორციელდა, სერიოზული ზარალის წინაშე დავდგებით. საოცრად ექსტრემალური ვიდეორგოლი ზუსტად გადმოსცემს იმ გზავნილს, რისი გაზიარებაც T. Rowe Price–ს მომხმარებლისთვის სურდა.

 

https://www.youtube.com/watch?time_continue=55&v=_eSBH8brqOc

ადამიანები ცხოვრების 95%–ს დახურულ სივრცეში ატარებენ – Claritin–ის სასარგებლო ექსპერიმენტი

როგორ შეიძლება შეცვალოს კუპიურამ საზოგადოების დამოკიდებულება უსახლკარო ადამიანების მიმართ?