Diesel–მა ჯინსების გამძლეობის დასამტკიცებლად უჩვეულო კამპანია განახორციელა, რომელშიც მონაწილეობა, არც მეტი არც ნაკლები, აკრობატებმა მიიღეს. კომპანია თავის ოფიციალურ Web გვერდზე შესულ მომხმარებელს ინტერაქტიულ კატალოგს სთავაზობს.
რას ნიშნავს ინტერაქტიული კატალოგი? ყველა ახალი მოდელის ჯინსის შარვალი მორგებული აქვთ აკრობატებს. მოდელის გახსნისას, აკრობატს დგომის რამდენიმე პოზიცია აქვს, მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს ნებისმიერი მათგანი და რაც მთავარია, თავად შეამოწმოს შარვლის გამძლეობა. ამისთვის საჭიროა, მხოლოდ გვერდის ფანჯრის ზომების დაპატარავება, დავიწროვება ან გადიდება. აკრობატი “ბრძანების” შესაბამისად მოძრაობს, შარვალი კი მის რთულს და მოქნილ მოძრაობებს უპრობლემოდ ართმევს თავს.
კამპანია მართლაც ძალიან ინტერაქტიული, სახალისო და ეფექტურია. ნებისმიერ მომხმარებელს თავად შეუძლია შეამოწმოს და დარწმუნდეს შარვლის ხარისხში.