სიცოცხლის პირველი ხუთი წლის განმავლობაში გაუმჯობესებული სასწავლო გარემო ტვინს ისე აყალიბებს, როგორიც ის ოთხი ათწლეულის შემდეგ არის – ასე ამტკიცებენ ვირჯინიის ტექნიკური უნივერსიტეტისა და პენსილვანიის უნივერსიტეტის მკვლევრები.
ახალშობილებში ექვსი კვირის ასაკში დაწყებული ენობრივი და კოგნიტური სტიმულაციის განვითარების ეფექტის დასადგენად, მკვლევრებმა ტვინის სტრუქტურული ვიზუალიზაცია გამოიყენეს. გაფართოებული გარემოს ტვინის სტრუქტურაზე გავლენა ცხოველებზე ჩატარებულმა ადრეულმა კვლევებმა აჩვენა, თუმცა ეს პირველი ექსპერიმენტული გამოკვლევაა, რომელმაც მსგავსი შედეგი ადამიანებშიც დააფიქსირა.
“ჩვენი კვლევა აჩვენებს ურთიერთკავშირს ტვინის სტრუქტურასა და ხუთწლიან მაღალხარისხიან, საგანმანათლებლო და სოციალურ გამოცდილებას შორის” – ამბობს კრეიგ რამი, ვირჯინიას ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი და მკვლევარი. როგორც აღმოჩნდა, სოციალურად დაუცველ ბავშვების ტვინის სტრუქტურაში, რომლებმაც მასტიმულირებელი და ემოციურად დამხმარე სასწავლო გამოცდილება მიიღეს, ზრდის შუა ასაკიდან სტატისტიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებები ჩნდება.
მიღებული შედეგები მხარს უჭერს აზრს, რომ ადრეული გარემო მნიშვნელოვნად ზემოქმედებს იმ ადამიანების ტვინის სტრუქტურაზე, რომლებიც მრავალი რისკის მქონე სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევებით იზრდებიან. “ეს ამაღელვებელ გავლენას ახდენს ტვინის განვითარების საბაზისო მეცნიერებაზე, ისევე როგორც სოციალური ფენისა და სოციალური პოლიტიკის თეორიებზე” – მარტა ფარა, პენსილვანიის ნეირომეცნიერებისა და საზოგადოების ცენტრის დირექტორი და კვლევის მთავარი ავტორი.
საგულისხმოა, რომ კვლევა იმ ინდივიდებზე მიმდინარეობს, რომლებიც Abecedarian Project-ში, ადრეული ინტერვენციის პროგრამაში 1971 წლიდან იღებენ. პროგრამა კრეიგ რამიმ წამოიწყო, რათა საგანმანათლებლო, სოციალური, სამედიცინო და საოჯახო სერვისების გავლენა შეესწავლა მაღალი რისკის ახალშობილებზე.
“ახალმა შედეგებმა ცხადყო, რომ ბიოლოგიურ ეფექტებს თან ახლავს მრავალი ქცევითი, სოციალური, ჯანმრთელობისა და ეკონომიკური სარგებელი, რომლებიც ასახულია Abecedarian Project-ში. ეს ადასტურებს იდეას, რომ ცხოვრების ადრეული პოზიტიური გამოცდილება ხელს უწყობს შემდგომ პოზიტიურ კორექტირებას ქცევითი, სოციალური და ტვინის კომბინაციის საშუალებით” – ამბობს კვლევის თანაავტორი ლანდესმან რამეი.
ბიოსამედიცინო კვლევის ინსტიტუტის ადამიანის ნეიროგრაფიის ლაბორატორიაში შემდგომი გამოკვლევების დროს 47 მონაწილეს ტვინის სტრუქტურული MRI სკანირება ჩაუტარდა. მათგან 29 ადამიანი იმ ჯგუფში იმყოფებოდა, რომლებმაც ენის, შემეცნების და ინტერაქტიული სწავლების განვითარებაზე ორიენტირებული “საგანმანათლებლო გაფართოება” მიიღეს.
დანარჩენმა 18-მა მონაწილემ იგივე ჯანსაღი, საკვები და სოციალური მომსახურებები მიიღო, რომლებიც საგანმანათლებლო სამკურნალო ჯგუფისთვის არის განკუთვნილი. ორივე ჯგუფს სხვადასხვა ფაქტორი შეესატყვისებოდა, როგორიცაა დედის განათლება, თავის გარშემოწერილობა დაბადებისთანავე და ასაკი სკანირების დროს.
სკანირების შედეგებმა, რომელიც ტვინის ქერქს, ტვინის ყველაზე შორეულ ფენასა და ხუთ უბანს მოიცავდა, აჩვენა, რომ მათი მთელი ტვინის ზომა, ვინც უფრო ადრეულ ასაკში შეუერთდა სასწავლო ჯგუფს, გაიზარდა.
მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ ჯგუფში ჩარევის მკურნალობის შედეგები თავის ტვინში არსებითად უფრო მეტი იყო ვიდრე ქალებში. თუმცა ამჟამინდელი კვლევა ადეკვატურ ახსნას ვერ უძებნის ამ ტიპის სქესობრივ განსხვავებებს.
“როდესაც ეს პროექტი დავიწყეთ, ამ დარგმა უფრო მეტი იცოდა იმის შესახებ თუ, როგორ უნდა შეფასებულიყო ქცევა, ნაცვლად ტვინის სტრუქტურის შეფასებისა. ნეიროვიზუალიზაციის ტექნოლოგიაში მიღწეული პროგრესის და ძლიერი ინტერდისციპლინარული თანამშრომლობის შედეგად კი დიდ პროგრესს მივაღწიეთ” – აცხადებენ მკვლევრები. და თან დასძენენ, რომ კვლევის შემდგომი განვითარება მნიშვნელოვნად დადებით გავლენას იქონიებს ბავშვების განვითარებაზე.