in

რატომ უნდა მართონ აქციონერებმა კომპანიის სტრატეგია?

სტრატეგიის შემუშავების პროცესი განტოლების ორივე მხრის შეერთებას ჰგავს

როგორ აყალიბებენ აღმასრულებელი დირექტორი და მათი ლიდერები სტრატეგიას? მიღებული პროცესი განტოლების ორივე მხრის შეერთებას ჰგავს. ერთ მხარეს ორგანიზაციის გარე გარემო იმყოფება, მისი ყველა ცვლილებითა და ტენდენციით. მეორე მხარეს – ორგანიზაცია მთელი თავისი შიდა შესაძლებლობებით. სტრატეგია კი ამ ორის შეერთებით მიიღება.

pasha-statiebi
pasha-statiebi

პრობლემა ის არის, რომ ეს “ორმხრივი” მიდგომა არ იძლევა სტრატეგიას. იმის ახსნა, თუ როგორ ხატავს მხატვარი, ხელოვნების ნიმუშის შექმნას არ გულისხმობს. მენეჯერები დაინტერესებულნი არიან სტრატეგიის შექმნით და არა – მისი ახსნით. თუმცა პირველი შეიძლება, საკმაოდ რთული აღმოჩნდეს.

ამ თვალსაზრისით, საინტერესოა ერთ-ერთი ორგანიზაცია ე. წ. Combine, რომელიც სხვადასხვა ინდუსტრიის კომპანიებისთვის ტუმბოებს აწარმოებს. ცოტა ხნის წინ ამ კომპანიაში ინდუსტრიის ცვლილებებსა და ტენდენციებთან დაკავშირებით პრეზენტაციები გაიმართა, რომლებიც კომპანიის მისიას, ხედვასა და ღირებულებებს ეხებოდა. პირველი სესიები საკმაოდ ხმაურიანი იყო, მონაწილეთა რაოდენობა კი – მაღალი. მაგრამ როდესაც სტრატეგიაზე საუბრის დრო დადგა, ჯგუფის წევრები მოულოდნელად გაჩუმდნენ…

რატომ მოხდა ეს? იქნებ, იმიტომ, რომ ისინი აღმასრულებელი დირექტორის გამოსვლას ელოდებოდნენ? რეალურად, ამის მიზეზი შემდეგი იყო: მათ წარმოდგენა არ ჰქონდათ, როგორ უნდა წარმართულიყო ბიზნესი მომავალი წარმატებისთვის. შემდეგ კი ერთ-ერთმა მონაწილემ წამოიძახა: “არ ვიცი, რატომ ვაკეთებთ ამას ყოველწლიურად. ყოველთვის ჩვეულებისამებრ მიდის ყველაფერი”. მართალია, ეს კომენტარი ბევრმა უარყო, მაგრამ ის ნამდვილად სიმართლეს შეესაბამებოდა.

გადადით განვითარებიდან აღმოჩენაზე

ზემოთ ხსენებული და მრავალი სხვა ფირმის პრობლემების დიდ ნაწილს ის წარმოადგენს, რომ აღმასრულებლებმა არ იციან, რა გზით უნდა მიმართონ სწრაფი ცვლილებები – იქნება ეს ონლაინ ბიზნესზე გადასვლა, სწრაფი სტარტაპების ზრდა, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, ციფრული მარკეტინგი, მომხმარებელთა ინტენსიური ზეწოლა თუ ახალი ბიზნეს მოდელების გაჩენა. ეს არ არის ის პირობები, რომლის მიხედვითაც 1965 წელს ბიზნეს სტრატეგია შეიქმნა. ამიტომაც, თუკი აპირებთ, სტრატეგიაში გარღვევა შეიტანოთ, ახლებური გზების ძიებაა საჭირო.

Combine-ის შემთხვევაში ძირითადი აქციონერების ჩამოთვლით დაიწყეს, რადგან მათგან შესაბამისი მითითებები მიეღოთ. ამ ჩამონათვალში შედიოდნენ საბოლოო მომხმარებლები, დისტრიბუტორები, მომწოდებლები, თანამშრომლები და მფლობელები. როგორც აღმოჩნდა, გარე პირები ძალიან კარგად ახერხებენ იდეების შეთავაზებას თუ კითხვების დასმას. ეს კითხვები ძირითადად იმას ეხებოდა, თუ რატომ აირჩიეს მომხმარებლებმა Combine, ნაცვლად მისი კონკურენტებისა. ასევე, როგორ ვლინდება “სტრატეგიული ფაქტორები”, როგორიცაა პროდუქტის ხარისხი.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აღმასრულებლებს გასაუბრების ჩატარება დაევალათ. მონაცემები არც ელექტრონული ფოსტის კითხვარის საშუალებით ჩატარებულა და არც რომელიმე კვლევითი კომპანიის მიერ. როგორც არაერთი გამოცდილი ექსპერტი განმარტავს, ძალიან ცოტა კომპანიაა მზად მსგავსი ქმედებისთვის. ამის სანაცვლოდ, მათ სურთ, ინტუიციაზე და გამოცნობაზე დაფუძნებული სტრატეგია შეიმუშაონ – ეშინიათ იმის აღიარების, რომ არ იციან, რეალურად რა სურთ დაინტერესებულ მხარეებს.

ხოლო, კვლევების თანახმად, Combine დისტრიბუტორების და შესაბამისად, საბოლოოდ მომხმარებლების გამოცდილებას ეყრდნობოდა. გამოკითხვის შედეგად კი გაირკვა, რომ მომხმარებლებს არა თუ პროდუქტის ფასი, არამედ მისი ხარისხი და საიმედოობა აინტერესებდათ.

ამ განსაცვიფრებელმა შედეგებმა კომპანიას საშუალება მისცა, თავისი თავისი პროდუქციის ნამდვილი ღირებულების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიეღო. ამრიგად მას შეუძლია, მომხმარებლებს მცირეოდენი ფასის მატებით პროცესის საიმედოობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს. ამასთან, ხალხს უფრო თავისუფლად შესთავაზებენ დამატებით პროდუქტებს.

სტრატეგიის შეცვლის დროა?

გარე აქციონერების ჩართულობამ კომპანიაში სტრატეგიის შემუშავების პროცესი შეცვალა. Combine-ის წევრებმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს ის, რისიც სჯეროდათ და ყველაფრის ახლებურად გადააზრება დაიწყეს. შედეგად, მათ უფრო მეტი ღიაობა შეიძინეს ახალი იდეებისადმი. ამ ყველაფერს იმანაც შეუწყო ხელი, რომ სტრატეგიის შემუშავება ერთგვარ შემოქმედებით პროცესად აღიქვეს.

ამრიგად, თუ კმაყოფილი ხართ თქვენი სტრატეგიული პროცესის შედეგით, ასე განაგრძეთ. ხოლო, თუ ცვლილებების საჭიროებას გრძნობთ, შეწყვიტეთ ყველა მძიმე სამუშაოს შესრულების მცდელობა. ამის ნაცვლად, ორგანიზაციის დაინტერესებულ მხარეებს სთხოვეთ, ღიად ისაუბრონ საჭიროებების შესახებ. შემდეგ კი მიღებული შედეგები შეისწავლეთ – ამ აღმოჩენებს შეუძლია, თქვენი სტრატეგია შეცვალოს და ახალი, წარმატებული მიმართულებისკენ გიბიძგოთ.

წყარო: HBR



ძმებ არველაძეების მაისურები NFT-ს სახით იყიდება!

ცნობილია 100 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულები