რობოტები უკვე თავისით სწავლობენ მოძრაობებს – ამას სულ ახლახან The Verge-ის მიერ გამოქვეყნებული ვიდეო ადასტურებს. ამისთვის კი იგი ხელოვნურ ინტელექტს იყენებს. აღნიშნული რობოტს ოთხი ფეხი აქვს და ის ყოველგვარი დაპროგრამებისა და ხმოვანი ბრძანებების გარეშე ცდილობს, ისწავლოს მოძრაობა.
“ჩვენ დავტესტეთ, თუ რამდენად შეგვიძლია, შევქმნათ ისეთი რობოტი, რომელიც აქამდე არ შექმნილა და რამდენად შეუძლია, იმოძრაოს მან იმის შესაბამისად, როგორი დიზაინითაც არის შექმნილი.” – Stelian Coros, რობოტის შემქმნელი
[fbvideo link=”https://www.facebook.com/watch/?v=610313016162198″ width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]
როგორც ცნობილია, რობოტის ნაწილები 3D პრინტერით არის დაბეჭდილი. შემქმნელები იმედოვნებენ, რომ იგი სასარგებლო იქნება ადამიანებისთვის – თუნდაც ტვირთის გადასაზიდად და იმ სხვადასხვა მისიების შესასრულებლად, რომელიც ნავიგაციის უნარს მოითხოვს.