9
Oct
2018

დავით ალადაშვილი და ქეთევან დავლიანიძე პროექტ Public(A) Talks-ში მიიღებენ მონაწილეობას

9 Oct 2018

13 ოქტომბერს, პიანისტი დავით ალადაშვილი, პროექტ  Public(A) Talks-ის ფარგლებში, კონცერტს გამართავს. მხატვარი ქეთევან დავლიანიძე კი, მისი კომპოზიციების ფონზე, მაყურებლის თვალწინ, მხატვრულ ტილოს შექმნის.

0.5 ანაბარზე
0.5 ანაბარზე

 

„დავით ალადაშვილი „ჯულიარდის“ სკოლის კურსდამთავრებულია და არაერთ კონცერტში აქვს მონაწილეობა მიღებული, როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის გარეთ. ის ყოველთვის ღიაა სიახლეებისთვის, ხშირად სტუმრობს პროექტ Public(A) Talks-საც. ქეთევან დავლიანიძე კი ცნობილი ქართველი მხატვარია, რომლის ნამუშევრები დაცულია ქართულ სახვით მუზეუმსა და კერძო კოლექციებში (ბარსელონა, ბერლინი, დიუსელდორფი, ვაშინგტონი, ნიუ-იორკი, ატლანტა). მას ხატვის თავისებური, გამორჩეული სტილი აქვს, რასაც „პუბლიკას“ სტუმრები, ამ დღეს, თავად იხილავენ“, – ამბობენ ორგანიზატორები.

 

ღონისძიება ბარ – ლაუნჯ „პუბლიკაში“ გაიმართება. საღამო 20:30-დან დაიწყება. Public(A) Talks-ზე დასასწრები ბილეთები უკვე იყიდება.

„აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ სადაც ახლა „პუბლიკაა“, ჯერ მხატვრის სახლი, შემდეგ კი სასტუმრო „ორიანტი“ იყო. წლების განმავლობაში, აქ იკრიბებოდნენ ცნობილი პოეტები, მხატვრები და საკუთარ ნამუშევრებსა თუ გამოცდილებებს უზიარებდნენ ერთმანეთს. ამიტომ, ვფიქრობთ, ეს ადგილი ზუსტად ისეთი პროექტებისთვისაა შესაფერისი, როგორიც არის  Public(A) Talks“, – ამბობენ პროექტის ორგანიზატორები.

[R]

განხილვა