„ალალი“ ქართული, ნატურალური წვენების ბრენდია, რომელიც სააგენტოში branding.ge დაიბადა. წვენების ქარხანა თელავში, აჩინებულში გაიხსნა. კომპანია ქართველი ადგილობრივი ფერმერებისგან იბარებს ხილს, ნიადაგს, ნაყოფს ამოწმებს, ახალი დანადგარების საშუალებით, ცივად დაწურვის მეთოდით ამზადებს ნატურალურ წვენებს.
ჩვენი დავალება იყო ახალი ბრენდის შექმნა პროდუქტის ნატურალურობაზე ხაზგასმითა და დამზადების პროცესზე ყურადღების გამახვილებით. ვიმუშავეთ ბრენდის სტრატეგიაზე, რომლის მიხედვითაც, „ალალი“ ტერუარის ფილოსოფიით შექმნილი წვენია, რაც ნიადაგის, კლიმატისა და ადამიანის როლს ითვალისწინებს. პროდუქტისა და ბრენდის სტრატეგიიდან გამომდინარე, შევიმუშავეთ ბრენდის სახელწოდება – „ალალი“, წვენი რომელიც გულწრფელია, არ იტყუება და არ შეიცავს არანაირ ხელოვნურ დანამატებს. ბრენდის სახელწოდებასთან ერთად შევქმენით ლოგოსა და შეფუთვის დიზაინი. შეფუთვის ილუსტრაციებში გამოხატულია წვენის დამზადების ეტაპები – ნიადაგიდან ჭიქამდე პროცესი. ქართველი პერსონაჟები, ქართული სოფლის გარემო და ატრიბუტები შეფუთვას ქართულობის აღქმას მატებს და ამავდროულად, ახალი შესაძლებლობებით გამოცოცხლებულ სოფლის ცხოვრებას გვაჩვენებს. ცოცხლად წარმოჩენილი ხილის ფოტო კი ცოცხალი, ნატურალური ხილის გამოხატულებაა. „ალალი“ეს არის წვენი, რომელიც აცოცხლებს, – branding.ge