in

ალბან ადამის მასტერკლასი – Mugler, Diesel და Balenciaga: კარიერული გზა ტოპ მოდის ბრენდებში

როგორ ქმნიან მოდის ლიდერი ბრენდები თავიანთ უნიკალურ კომუნიკაციურ სტრატეგიებს? როგორ შეიძლება PR და მარკეტინგული ხედვა გარდაიქმნას გლობალური ბრენდის წარმატებად?
ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე თავად ალბან ადამი ისაუბრებს 17 მარტს, 17:00 საათზე სასტუმრო სტამბაში (Dome სივრცეში), სადაც ESMOD x BTU პარტნიორობის ფარგლებში გამართავს მასტერკლასს.

ალბან ადამი სპეციალურად ამ მასტერკლასისთვის ჩამოდის საქართველოში და თავის მრავალწლიან გამოცდილებას გაუზიარებს ქართველ მოდის პროფესიონალებსა და სტუდენტებს. ESMOD x BTU კურსის მონაწილეებისთვის დასწრება უფასოა.

ალბან ადამის გავლენა თანამედროვე მოდის ინდუსტრიაზე

ალბან ადამი ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა თანამედროვე მოდის კომუნიკაციაში. მისი კარიერა მოიცავს თანამშრომლობას ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა Mugler, Diesel და Balenciaga, სადაც მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მათ საერთაშორისო იმიჯისა და სტრატეგიული განვითარებისთვის.

Mugler–ში, როგორც კომუნიკაციების დირექტორმა, ბრენდის გლობალური იმიჯი განავითარა და მისი პოზიციონირება კიდევ უფრო გაამყარა.
Diesel–ში, ჩრდილოეთ ევროპის PR მენეჯერობისას, მან ბრენდისთვის ახალი კომუნიკაციური სტრატეგიები შეიმუშავა, რამაც გლობალურ ბაზარზე Diesel-ის პოზიციები გააძლიერა.
Balenciaga–ში კი, ლოტა ვოლკოვასთან ერთად, მან გადამწყვეტი ცვლილებები შეიტანა ბრენდის PR და კომუნიკაციის მიმართულებით.

მისი ანალიტიკური ხედვები და სტატიები ისეთ წამყვან გამოცემებში ქვეყნდება, როგორებიცაა Dazed და NOWNESS, სადაც ის განიხილავს მოდის, ხელოვნებისა და მედიის ურთიერთკავშირს.

ეს მასტერკლასი არის ESMOD x BTU პარტნიორობის ერთ-ერთი პირველი ღონისძიება, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია – მომავალში არაერთი საერთაშორისო მოდის ექსპერტი ჩაატარებს მასტერკლასებს ამ თანამშრომლობის ფარგლებში.

ეს არის უნიკალური შანსი მოდის ინდუსტრიის ყველა ენთუზიასტისთვის, შეისწავლონ თანამედროვე მოდის კომუნიკაციის სტრატეგიები პირდაპირ მსოფლიო ბრენდების ლიდერისგან.

თარიღი: 17 მარტი
ლოკაცია: სასტუმრო სტამბა, Dome
ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია TKT.GE-ზე.

[პარტნიორის კონტენტი]

რჩევები ქალებისთვის კარიერისა და დედობის დასაბალანსებლად

საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებმა გლობალური ბრენდის – Taylors of Harrogate-სთვის საკომუნიკაციო სტრატეგია შექმნეს