„ალბატროსი“ მომხმარებლებს მეტალოპლასტმასისა და ალუმინის კარ – ფანჯარაზე, სეზონურ ფასდაკლებას სთავაზობს. როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, ამ პერიოდში, მათთან შეძენილ პროდუქციას, საჩუქრად, მწერებისაგან დამცავი ბადე მოჰყვება.
„წარმოებაში მხოლოდ უმაღლესი ხარისხის მასალას ვიყენებთ. SALAMANDER – მეტალოპლასტმასის პროფილი, (მწარმოებელი – გერმანია), PROFILINK – მეტალოპლასტმასის პროფილი (მწარმოებელი – ბულგარეთი), ASAS – ალუმინის პროფილი , იზოთერმული (მწარმოებელი – თურქეთი), GUARDIAN – ენერგო შემნახველი, თბო ეფექტური მინა (მწარმოებელი – ამერიკა) SIEGENIA – AUBI – აქსესუარები ( მწარმოებელი – გერმანია)“, – აცხადებენ კომპანიაში.
მათივე თქმით, კომპანია ფლობს ISO-ს ხარისხის სერტიფიკატს, წარმოება და დაზგა – დანადგარები კი, კონსტრუქციის დამზადებისას, მილიმეტრზე მეტ ცდომილებას არ იძლევა.
„გარდა ამისა, ალუმინის კონსტრუქციის დამზადებისას, მასალის გადაბმის სიმყარისთვის, ჰიდრავლიკურ პრესს ვიყენებთ, ჩვენთან მხოლოდ მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტები მუშაობენ, ყოველთვის ვასრულებთ საგარანტიო ვალდებულებებს, ფასები მორგებული სხვადასხვა სეგმენტის მომხმარებელზე. და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენთან შესაძლებელია გერმანული წარმოების – უმაღლესი ხარისხის მეტალოპლასტმასის პროფილის SAlAMANDER-ის შეკვეთა, რადგან „ალბატროსი“ „სალამანდრას” ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში“.
კომპანია, დაახლოებით, 18 წლის წინ შეიქმნა და როგორც მისი წარმომადგენლები ამბობენ, დღეს ბაზრის ერთ-ერთი ლიდერია.
„როდესაც ჩვენი ეზოდან პროდუქციით დატვირთული ავტომობილი გასასვლელად ემზადება, ეს იმის მანიშნებელია, რომ ვიღაცის სახლში სიახლისა და გარდასახვის დრო დგება. მასთან „ალბატროსის“ კარ-ფანჯარა მიაქვთ. ის არჩევანში არ შემცდარა. ყველაფერი კი, დაახლოებით, 18 წლის წინ დაიწყო, მაშინ როცა თბილისელები არც სოციალური ქსელით ირთობდნენ თავს და არც ქართული „გუგლის“ საძიებო სისტემაში იწერებოდა – „მეტალოპლასტმასის ფანჯარა“, „გარე დამცავი ჟალუზი“, „პერგოლა“, „პანორამა“… „კაკლის ფერი ფანჯარა“, „შავი ფერის ფანჯარა“, „ალუმინის კონსტრუქცია“. რამდენიმე წელიწადში თბილისური „ხრუშოვკისა“ და „ქალაქური“ ტიპის ბინები მეტალოპლასტმასის პროფილით შეიმოსა. ფანჯარას მოჰყვა მწერებისგან დამცავი ბადე, ბადე გოფრე, ბადე როლეტი, ვიტრაჟი. დღეს ამ ყველაფრის გარეშე ინტერიერის მოწყობა წარმოუდგენელია – ფანჯარა ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი დეტალია ჩვენს სახლებში“.
[R]