in

გერმანელი დიზაინერი ალბერტ აინშტაინის შრიფტზე მუშაობს

Kickstarter-ზე ჯერარდ გეისლერის პროექტზე ფინანსების მოძიება დაიწყეს. დიზაინერს ალბერტ აინშტაინის ხელნაწერის შრიფტის ფორმატში გადაყვანა სურს.

სანამ პროექტზე მუშაობა დაიწყებოდა, დიზაინერებმა აინშტაინის ხელნაწერი დოკუმენტები შეისწავლეს. პროექტის შემდგომი ნაბიჯი ხელნაწერის ციფრულ ვერსიაში გადაყვანაა და ყოველი ასოს დაპროგრამირებაა, ისე რომ სამომავლოდ ნებისმიერ ჩვენთაგანს შეეძლოს გენიოსის ხელნაწერით წერილის გაგზავნა ან უბრალოდ დიზაინში გამოყენება.

პროექტისთვის მინიმუმ 15 000 დოლარია საჭირო და ბოლო მონაცემებით დიზაინერს უკვე 16 000 დოლარი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ პროექტი აუცილებლად განხორციელდება.

უახლოეს მომავალში, სხვა ცნობილი ადამიანის შრიფტების შექმნაა დაგეგმილი.

p1 p3 p4

სავაჭრო ცენტრი ქალაქის ცენტრში – „ჰოუმმარტი – ყველაფერი სახლისთვის“

ყურადღება კურნავს