in

ნიუ-იორკელები იარაღის თავისუფლად შეძენის წინააღმდეგ

როგორც ჩანს, კრიმინალის ზრდა მხოლოდ პერუში არ აწუხებთ. სააგენტო  Volt-ი ნიუ–იორკელებს ორიგინალურად ეხმარება იარაღის თავისუფლად შეძენის წინააღმდეგ კანონის შეცვლაში. ამერიკის იარაღის თავისუფალი  შეძენა დაშვებულია 38 შტატში და რის შედეგადაც, ყოველწლიურად, უამრავი ახალგაზრდა იღუპება. სწორედ, ამ კანონის გამკაცრებისთვის გროვდება ხელმოწერები.

 

 

Volt–მა აქცია წამოიწყო New Yorkers Against Gun Violence. აქციის მონაწილეებს სთავაზობენ მოაწერონ ხელი კანონის ცვლილების მოთხოვნას, რომელიც ყოველწლიური სურათების ალბომის სახითაა წარმოდგენილი. ალბომში მხოლოდ იმ მოზარდების სურათები შეიტანეს, რომელებიც ვეღარასოდეს დაასრულებენ სკოლას ან კოლეჯს. ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ ამ ახალგაზრდების ტრაგიკული სიკვდილი საზოგადოების მამოძრავებელი ძალა გახდება.

 

“მუსიკალური” მარკეტინგი – Spotify-ს ახალი ინიციატივა

ტურიზმისა და მასპინძლობის ფორუმი ველქამ თუ ჯორჯია! ნეიშენალ ტურიზმ ევორდის ფარგლებში