ალცჰაიმერით დაავადებულ ტვინში დაზიანებულ კვანძებს ვხვდებით, რომლებიც ნეირონებს აფერხებს, მაგრამ ახალ კვლევაში აღწერილი წამალი გვეუბნება, რომ მას პოტენციურად პრობლემის ნახევარი შეუძლია, მოაგვაროს — რას ნიშნავს ეს? RI-AG03-ის მედიკამენტმა, რომელსაც ცილების ბლოკადად თვლიან, ხილის ბუზებსა და ადამიანის უჯრედებზე ჩატარებულ კვლევაში აჩვენა, რომ ნეირონების დეგენერაციისა და ტაუს ცილების ჩახლართვის პროცესების შეფერხება შეუძლია. უფრო ზუსტად, ხილის ბუზების შემთხვევაში მწერების სიცოცხლის ხანგრძლივობა 35%-ით გაუმჯობესდა.
მკვლევართა თანახმად, RI-AG03-ის განსაკუთრებულად ტაუ ცილების ორ კონკრეტულ „ცხელ წერტილში“ დარტყმის უნარი აქცევს, ზუსტად იქ, სადაც ჩახლართვა ხდება და გრძელი ძაფები, იგივე ფიბრილები, წარმოიქმნება.
„ტაუ პროტეინის ორი რეგიონი არსებობს, რომლებიც ელვაშესაკრავავით მოქმედებს და აგრეგაციის საშუალებას იძლევა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა გვაქვს წამალი, რომელიც ორივე რეგიონისთვის ეფექტურია. ორმაგი დამიზნების მექანიზმი მნიშვნელოვანია, რადგან ორივე დომენი, რომლებიც ტაუს აგრეგაციას ასტიმულირებს, დიდი ალბათობით, გზას გაგვიხსნის ალცჰაიმერის მსგავსი ნეიროდეგენერაციული დაავადებების ეფექტური მკურნალობისკენ“, — აცხადებს ამრიტპალ მუდჰერი, ნეირომეცნიერი.
RI-AG03-ის მედიკამენტის ეფექტურობა ექსპერიმენტებმა უკვე აჩვენა, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი მანამ, სანამ მას ადამიანებში გამოცდიან. გამომდინარე იქიდან, რომ ეს მედიკამენტი სპეციალურად კონკრეტული ცილათა ჯგუფისთვის შეიქმნა, უნდა დარწმუნდნენ, რომ სხვა სისტემებთან ურთიერთობისას გვერდითი ეფექტები არ გამოვლინდება: „ამჟამინდელი აგრეგაციის ინჰიბიტორებს ბევრი გვერდითი ეფექტი აქვს, რადგან სხვა ცილების ფუნქციაში ერევა. ხოლო RI-AG03 სპეციალურად შექმნილია ტაუს ცილისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ სხვა ცილებთან არასასურველი ურთიერთქმედება ნაკლებად სავარაუდოა“.
როგორც გითხარით, ეს წამალი რევოლუციურია, ამიტომ მკვლევრები კვლევის მნიშვნელობაზეც ბევრს საუბრობენ…
„ეს კვლევა მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია მკურნალობებისკენ, რომლითაც ალცჰაიმერის მსგავსი დაავადებების შეფერხება შეგვიძლია. ტაუ პროტეინის ორ მთავარ წერტილში დამიზნებით, ამ უნიკალურ მიდგომას შეუძლია, ახალი ვარიანტი გააჩინოს დამანგრეველი დაავადების მკურნალობისთვის“, — აცხადებს ენთონი აგიდისი, ნეირომეცნიერი.