სტატისტიკურად, დანიაში 122,000 ბავშვი იზრდება ისეთ ოჯახში, სადაც მშობელს ალკოჰოლთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემა აქვს. პატარებისთვის, რომლებიც სახლში გამუდმებით არაფხიზელ, აგრესიულ, სასმელზე დამოკიდებულ უფროსებს ხედავენ, ცხოვრებაში სწორედ ჩამოყალიბება და განვითარება გაცილებით უფრო რთულია. ორგანიზაცია Alcohol and Society-ის ახალი სარეკლამო ვიდეორგოლი ზუსტად ამ სერიოზულ პრობლემას ეხება და მიზნად საზოგადოებაში ამ საკითხის მიმართ ცნობიერების ამაღლებას ისახავს.












