ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, როდესაც სარეკლამო ხმაური პიკს აღწევს და მომხმარებელი ათასობით ერთფეროვანი გზავნილის წინაშე დგება, ბრენდებისთვის გადამწყვეტი ხდება არა მხოლოდ ხმამაღალი საუბარი, არამედ აუდიტორიასთან ემოციური კავშირის დამყარება. სწორედ ამ გამოწვევას პასუხობს „ალკორიუმის“ წლევანდელი საახალწლო კამპანია, რომელიც ერთი სიტყვის – „აღნიშნე“ – გარშემოა აგებული. ეს არ არის მხოლოდ მოწოდება დღესასწაულის აღნიშვნისკენ, ეს არის მიწვევა პირადი, მნიშვნელოვანი მომენტების დაფასებისკენ.

დღესასწაული კალენდარს მიღმა
„ალკორიუმის“ ხედვით, ახალი წელი მხოლოდ კალენდარული თარიღი და საერთო ზეიმი არ არის. ეს არის სიმბოლური წერტილი, სადაც თითოეული ჩვენგანი საკუთარ თავთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად აჯამებს განვლილ გზას. კამპანიის მთავარი გზავნილი – „აღნიშნე“ ფოკუსირებულია იმ ინდივიდუალურ მიღწევებზე, პატარა გამარჯვებებსა თუ ძვირფას წუთებზე, რომლებიც ხშირად საერთო სადღესასწაულო ფუსფუსში გვავიწყდება.
ბრენდი წელს ამ პირადი ისტორიების თანამონაწილე ხდება. კამპანიის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ნებისმიერი მოვლენა, რომელიც ადამიანისთვის ღირებულია, იმსახურებს აღნიშვნას – იქნება ეს დიდი კარიერული წინსვლა თუ, უბრალოდ, მყუდრო საღამო მეგობრების გარემოცვაში. ბრენდმა შექმნა ვიზუალური ნარატივი, რომელიც მაყურებელს საკუთარ ცხოვრებაში არსებულ პოზიტიურ მომენტებზე დააფიქრებს.
კამპანიის ვიდეო გამოირჩევა ესთეტიკური კადრებითა და თბილი, სადღესასწაულო ატმოსფეროთი, თუმცა მისი მთავარი ღირებულება შინაარსშია. ის გვაჩვენებს, რომ აღნიშვნის მიზეზი ყველგანაა, თუკი მას დავინახავთ.

Story-ინტერაქცია: „შენ რას აღნიშნავ ახალ წელს?“
კამპანიის ერთ-ერთი ყველაზე ავთენტური ნაწილი სოციალურ მედიაში, კერძოდ Instagram-ზე და Facebook-ზე გაშლილი ინტერაქციაა. „ალკორიუმმა“ უარი თქვა რთულ ტექნოლოგიურ გადაწყვეტებზე და აქცენტი სიმარტივესა და პერსონალიზაციაზე გააკეთა. მომხმარებლისთვის შეიქმნა სპეციალური ვიზუალური ელემენტი – ბრენდირებული, სტილიზებული ფონტი წარწერით: „შენ რას აღნიშნავ ახალ წელს?“
მექანიზმი მაქსიმალურად ინტუიციურია: მომხმარებელი იყენებს ალკორიუმის წინასწარ მომზადებულ სადღესასწაულო წარწერას და მის ფონზე დებს კოლაჟის სახით საკუთარ ფოტოებს, რომელზეც აღბეჭდილია თავისთვის აღსანიშნავი მოვლენები გასული წლიდან.
ეს მიდგომა მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ბრენდის ვიზუალური სტილი საკუთარი ისტორიის გადმოსაცემად გამოიყენოს და სხვასაც მოუწოდოს ასეთივე ტიპის გაზიარებისათვის. ამ გზით, თითოეული გაზიარებული სთორი ხდება უნიკალური პოსტერი, რომელიც „ალკორიუმის“ სადღესასწაულო სამყაროსა და მომხმარებლის პირად გამოცდილებას აერთიანებს.
„ჩვენი მიზანი იყო შეგვექმნა პლატფორმა თვითგამოხატვისთვის. „აღნიშნე” – ეს არის სიტყვა, რომელსაც ყველა თავის შინაარსს აძლევს. ჩვენ უბრალოდ მივეცით ადამიანებს ინსტრუმენტი, რომ ეს შინაარსი ლამაზად და ემოციურად გადმოსცენ. ეს კამპანია ჩვენთვისაც ძალიან პერსონალურია, რადგან ის ასობით ადამიანის პოზიტიურ ამბავს აერთიანებს,“ – აღნიშნავენ „ალკორიუმის“ გუნდში.

მულტიარხიანი სტრატეგია და კომუნიკაცია
კამპანია 360-გრადუსიან მიდგომას ეფუძნება. „ალკორიუმის“ საახალწლო გზავნილი სოციალური ქსელების, YouTube-ის, Display ads, E-mail და სხვა საშუალებებით ვრცელდება. სტრატეგია გათვლილია იმაზე, რომ ბრენდი მომხმარებლის გვერდით იყოს საახალწლო სამზადისის ყველა ეტაპზე – იქნება ეს შოპინგის პროცესი, საჩუქრების შერჩევა, ახლობელთან სტუმრად მისვლა თუ უშუალოდ სადღესასწაულო სუფრის გამზადება.
„ალკორიუმის“ საახალწლო კამპანია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თანამედროვე მარკეტინგში ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტი ადამიანური ემოცია და თანამონაწილეობაა. ბრენდი არ გვკარნახობს, როგორ ვიზეიმოთ, ის უბრალოდ გვახსენებს: იპოვე შენი სიხარულის მიზეზი და აღნიშნე.
[პარტნიორის კონტენტი]












