2022 წელს სადაზღვევო კომპანია ალდაგმა მთელი რიგი ინოვაციური პროექტი განახორციელა. კომპანიამ 16 ათასი ზარალი დაარეგულირა და ანაზღაურების სახით 43 მილიონი ლარი გასცა.
კიდევ უფრო გამარტივდა ალდაგის საცალო და კორპორატიული სერვისების მიღება — ფიზიკურ და ონლაინ არხებში გაიზარდა დაზღვევის პროდუქტებზე ხელმისაწვდომობა; დაემატა ახალი სერვისები და პროდუქტები.
ანაზღაურების მოქნილი და სწრაფი სქემის დამსახურებით, 2022 წელს ალდაგის მიმართ მომხმარებლების ნდობა გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ კომპანია აქტიურად ვითარდება დაზღვევის ყველა სეგმენტში, ნერგავს ინოვაციებს და მომხმარებლებს არაერთ სარგებელს სთავაზობს.
ინოვაციური პროექტების შესახებ, რომელიც ალდაგმა 2022 წელს შემოგვთავაზა, შეგიძლიათ, ვიდეოც იხილოთ:
[პარტნიორის კონტენტი]