in

ალდაგის მხარდაჭერით Spotlight Tech გაიმართა

„ალდაგი ბიზნესის“ მხარდაჭერით, 14 მაისს, სასტუმრო Raddison Blu Iveria-ში Spotlight Tech გაიმართა, რომელზეც მოსწვეულ სტუმრებს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში არსებული სიახლეები გააცნეს.

„ახალი დროა“ – ამ მთავარი გზავნილით, Spotlight Tech 5 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა და 35-მდე სპიკერის დახმარებით სფეროში არსებული სიახლეები, გამოწვევები, გამოცდილებები გააზიარა. გარდა სპიკერების გამოსვლებისა, შედგა მასტერკლასები და ვორქშოფები ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ სხვადასხვა თემებზე.

ალდაგი სფოთლაითის ერთგული მხარდამჭერია და ყოველწლიურად სხვადასხვა აქტივობების ფარგლებში ერთვება ღონისძიებაში. წელს, ალდაგი ბიზნესმა Spotlight Tech-ის მონაწილეებს შორის ონლაინ თამაში ჩაატარა, გამარჯვებულები გახდნენ ადამიანები, რომლებმაც თამაშში ალდაგის ბრენდი ყველაზე სწრაფად ამოიცნეს და სხვადასხვა საჩუქრებთან ერთად, უნიკალური პრინტით შესრულებული მაისურები მიიღეს, რომელიც ალდაგისა და Midjourney-ის ერთობლივი ნამუშევარია.

პრინტებზე გამოსახული ყველა ნახატი გათანამედროვებულია და სხვადასხვა შინაარსის მატარებელია:

  • რამ ჩაანაცვლა XXI საუკუნეში ნიკო ფიროსმანის “მეთევზის” აღჭურვილობა;
  • როგორ დახატავდა დავით კაკაბაძე “პეიზაჟს” Data ვიზუალიზაციის ფორმით;
  • როგორი იქნებოდა “ავტოპორტრეტი”, ვან გოგი, რომ გრაფიკული დიზაინერი ყოფილიყო;
  • იან ვერმეერის “გოგონა მარგალიტის საყურით”, საზღვრებს მიღმა;
  • როგორი იქნებოდა “პიკასოს რობოტი” XXI საუკუნეში, რომ შექმნილიყო;

„სფოთლაითთან „ალდაგის“ პარტნიორობა პირველი არ არის. გვიხარია, რომ წელსაც გვქონდა შესაძლებლობა, მხარი დაგვეჭირა საქართველოში ყველაზე ცნობილი და მასშტაბური მარკეტინგული ღონისძებისთვის სფოთლაითის სახით. მარკეტინგის სფეროს პროფესიონალები სფოთლაითის ფორმატში გაზიარებულ სიახლეებსა და საინტერესო გამოსვლებს წლიდან წლამდე ელოდებიან. „ალდაგი“ მზადაა, იყოს spotlight-ის ერთგული მხარდამჭერი და ხელი შეუწყოს ზოგადად პროფესიული გამოცდილების გაზიარების პროცესს, ამ შემთხვევაში ტექნოლოგური განვითარების მიმართულებით. ეს ღონისძიება ნებისმიერ ინდუსტრიაში მოქმედი კომპანიისთვის ერთგვარი განახლების წყაროა” – აცხადებს ალდაგის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ქეთევან მაღალაშვილი;

განახლებული Vendoo კიდევ უფრო კომფორტული შოპინგისთვის

თბილისში Fine dining-ის სტილის რესტორანი გამოჩნდა