in

ალდაგისა და თბილისი ჰილსის გოლფ კლუბის თანამშრომლობის ფარგლებში ამხანაგური ტურნირი გაიმართა

სადაზღვევო კომპანია ალდაგის პრემიუმ ბრენდის პრიმოსა და „თბილისი ჰილსის გოლფ კლუბის“ თანამშრომლობის ფარგლებში, გოლფის პირველი „ამხანაგური ტურნირი“ გაიმართა, რომლის მიზანი მეგობრობისა და სპორტული მოტივაციის გაძლიერება იყო.

ტურნირში ქართველი და უცხოელი გოლფერები მონაწილეობდნენ, რომლებსაც კაპიტნობას Steven Fraga (საერთაშორისო გუნდი) და ლევან ჭარელაშვილი (ქართველების გუნდი) უწევდნენ, ტურნირი საერთაშორისო გუნდის გამარჯვებით დასრულდა.

„მსგავსი ღონისძიებები ალდაგისთვის ყოველთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. ტურნირში წარმოდგენილი ვიყავით ალდაგის პრემიუმ ბრენდის – პრიმოს სახელით, რომელიც პერსონალური სადაზღვევო მომსახურებაა და სადაზღვევო ინდუსტრიისთვის სიახლეა. პრიმოს მთავარი დაპირება კომფორტი და სიმარტივეა. მისი ბრენდი, კონცეფცია და შეთავაზებები, კი, სრულადაა მორგებული მომხმარებლების საჭიროებებზე. ტურნირის ფარგლებში, პრიმომ გამარჯვებულ გუნდს პერსონალური საჩუქრები გადასცა,“- აცხადებენ ალდაგში.

პრიმო საქართველოში პირველი პერსონალური სადაზღვევო მომსახურებაა, რომლის ფარგლებში დაზღვეული ავტომობილის მფლობელს ჰყავს პირადი მენეჯერი ალდაგში და სარგებლობს ექსკლუზიური პირობებით დაზღვევაზე, მათ შორის, ავტორიზებულ სერვისცენტრებში მომსახურება 5 წლის განმავლობაში, მანქანის ჩანაცვლების სერვისი, კონსიერჟის მომსახურება და ა.შ.

[პარტნიორის კონტენტი]

Google-ის დასასრული ახლოვდება?! — 10 ChatGPT პლაგინი

Making Science Sweeft-ის ორგანიზაციული კულტურა და უსაზღვრო შესაძლებლობები სტუდენტებისთვის