in

“ალდაგი” კომპანიებს ფინანსური სერვისების მიღებაში დაეხმარება

სადაზღვევო კომპანია ალდაგმა მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად აუდიტორულ და ბუღალტრულ კომპანია “ფინანსურ ოფისთან” გრძელვადიან   შეთანხმებას მიაღწია. დღეს გაფორმდა მემორანდუმი ორ ორგანიზაციას შორის, რომელიც ალდაგის კლიენტებისთვის სხვადასხვა ფინანსური სერვისის განსაკუთრებული პირობებით შეთავაზებას გულისხმობს. პროექტის ფარგლებში, ალდაგმა თანადაფინანსებისთვის 100,000 ლარიანი ჯამური ბიუჯეტი გამოყო, რაც ნიშნავს, რომ ალდაგის კლიენტ მცირე და საშუალო ზომის კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ, მნიშვნელოვანი ფასდაკლებით მიიღონ სხვადასხვა მომსახურება კომპანია “ფინანსური ოფისისგან”. ესაა აუდიტორული, ბუღალტრული თუ საგადასახადო მომსახურება.

ინიციატივის მიზანი ალდაგის კლიენტებისთვის დამატებითი სარგებლის შეთავაზებაა. „ჩვენი მიზანია, ჩვენს კლიენტ კომპანიებს დავეხმაროთ ოპერირების პროცესში, რათა მათ შეძლონ საკუთარი ბიზნესის წარმატებულად ფუნქციონირება, გაფართოება და განვითარება. მზად ვართ, ვითანამშრომლოთ სხვადასხვა წამყვან პროვაიდერ კომპანიებთან, რათა ჩვენს კლიენტებს მაქსიმალურად მორგებული სერვისები და ფასები შევთავაზოთ.,“- განაცხადა ალდაგის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ბარათაშვილმა.

აუდიტორული კომპანია ფინანსური ოფისი დამოუკიდებელ ბუღალტრულ და იურიდიულ კომპანიათა წამყვანი საერთაშორისო ასოციაცია MSI Global Alliance-ის წევრი და საქართველოში ერთადერთი წამომადგენელია, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს როგორც ბუღალტრულ და აუდიტორულ, ისე საგადასახადო მომსახურებას.

ალდაგსა და ფინანსურ ოფისს შორის შეთანხმების ფარგლებშივე, დღესვე ფინანსური ოფისის სპეციალისტებმა ალდაგის კლიენტ მცირე და საშუალო ზომის კომპანიებს ჩაუტარეს ტრენინგი წლიური ანგარიშის მომზადებისა და ფინანსთა სამინისტროს ზედამხედველობის სამსახურში წარდგენის საკითხზე, რაც მათ პირველად დაევალათ ახალი კანონმდებლობით. “ალდაგის მხრიდან ამ ტრენინგის ორგანიზება ისევ და ისევ კლიენტი კომპანიების მხარდაჭერის კამპანიის ნაწილია, ჩვენი სურვილია, რომ მაქსიმალური მხარდაჭერა გამოვხატოთ, რადგან მიგვაჩნია, რომ მცირე და საშულო ბიზნესის გაძლიერება უმნიშვნელოვანესია ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების კუთხით,”- განაცხადა გიორგი ბარათაშვილმა.

[R]

IKEA-ს ახალ კამპანიაში „ნივთების მონსტრი“ გამოჩნდა

ავეჯის ამერიკული ბრენდი Ashley HomeStore საქართველოში პირველ შოურუმს ხსნის