სადაზღვევო კომპანია ალდაგმა დღეს ბრენდის ახალი სტრატეგიის შესაბამისად განახლებული ლოგო და კრეატიული კამპანია წარადგინა.
ახალი სტრატეგიის მიხედვით, ბრენდის ნარატივი მთლიანად შიშების დამარცხებასა და გონების სიმშვიდეზე დგას. ალდაგის ბრენდის სტრატეგიაზე შოთა ჩინჩალაძემ
იმუშავა. განახლდა ბრენდის ლოგო, რომელიც ისევ და ისევ მშვიდი გონების ვიზუალიზაციის მიზნით, მზის ამოსვლის ინსპირაციითაა შექმნილი. ვიზუალურ სტილზე ჰოლი მოტორსმა იმუშავა. ის ფერები და გადაწყვეტები, რომლებიც ახალ ბრენდინგშია გამოყენებული, მშვიდი გონების კონცეფციას ეხმიანება. სიმბოლოს ელემენტებში ასევე გამოყენებულია მონაცემების ვიზუალიზაცია იმდენად, რამდენადაც დაზღვევა სტატისტიკურ მონაცემებსა და რისკების მათემატიკურ დათვლებს ეფუძნება.
ბრენდის განვითარებისა და სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი, ქეთი მაღალაშვილი: „როდესაც ალდაგის ბრენდზე ვფიქრობდით, საკმაოდ რთული იყო ერთ ყველასთვის საერთო ჭეშმარიტებაზე შეთანხმება. 33 წლის ბრენდს, ცხადია, ისტორიული მემკვიდრეობა მოჰყვება. ჩვენი მიზანი იყო, ამ ბრენდის განვითარება გაგვეგრძელებინა ისე, რომ არსებულ, მთავარ ღირებულებებს არ ავცდენოდით. შევთანხმდით, რომ ჩვენ ვართ ის, ვინც რაციონალური მიდგომებით და ხარისხიანი სადაზღვევო პროდუქტებით ადამიანებს მიღწეულის დაკარგვის შიშისგან გათავისუფლებაში ეხმარება.
შიშის დამარცხება და მშვიდი გონებით მოქმედება ჩვენი მთავარი დაპირებაა. ზოგადად გონების სიმშვიდე თანამედროვე ადამიანისთვის ყველაზე დეფიციტურ და აუცილებელ მდგომარეობად მიგვაჩნია. ზოგადად, ყველამ ვიცით, რომ გარდა მოულოდნელი უარყოფითი მოვლენებისა, რომლებიც სამწუხაროდ ხდება ხოლმე, გონების სიმშვიდის მთავარი მტერი – ჩვენი ყოველდღიური შიშებია, სწორედ ამ ყოველდღიურ შიშებზე გამარჯვებაა ჩვენი მიზანი და ამისთვის არსებობს დაზღვევაც იდეურად“.
კლიენტი: ალდაგი
ბრენდის განვითარების და სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი, ქეთევან მაღალაშვილი
რებრენდინგის გუნდი: ნინა იანკოვსკა, სალომე აბუაშვილი, მარიკო ყუბანეიშვილი, გიორგი აბაკელია, ლუკა გაბიძაშვილი
სააგენტო: JWT Metro
შემოქმედებითი ხელმძღვანელი: ეკა ყიფიანი
აღმასრულებელი კრეატიული დირექტორი: გიორგი კვიტატიანი
კრეატიული დირექტორი: ბიკო ვარშანიძე
უფროსი არტ დირექტორი: გიო მაღრაძე
უფროსი კოპირაიტერი: გიორგი აბულაძე
დიზაინის ხელმძღვანელი და ტიპოგრაფიის ავტორი: სანდრო ლალიაშვილი
გრაფიკული დიზაინერი: ლუკა მოსიაშვილი
ფინანსური დირექტორი: თამარ ლაშხიძე
პროექტის დირექტორი: ნიკა ბოჭორიშვილი
კლიენტებთან ურთიერთობის დირექტორი: ალექსი ჩიქოვანი
პროექტის ხელმძღვანელი: ნატა ზურაბაშვილი
გადამღები კომპანია: Metro Production
რეჟისორი: გიორგი პოპიაშვილი
დამდგმელი ოპერატორი: ომარ გელაშვილი
ფროდაქშენის ხელმძღვანელი: მაია გურაბანიძე
აღმასრულებელი პროდიუსერი: სანდრო გაბილაია
პროდიუსერი: ქეთი კა
ფროდაქშენ ასისტენტი: ნინუცა ჩიხლაძე
1st AD: გიორგი პეტრიაშვილი
ფროდაქშენ მენეჯერი: ტატო ფანცულაია
უნით მენეჯერი: მერაბ როსტომაშვილი
უნით მენეჯერის ასისტენტი: ირაკლი კაკაბაძე
ტრანსპორტის მენეჯერი: დავით ფერაძე
სეტ მენეჯერი: კოკა ჩხაიძე
ლოკაციის მენეჯერი: ნათია ჩომახიძე
ლოკაციის მენეჯერის ასისტენტი: ნინუცა ჩიხლაძე
სეტ ჰელფერი: ნიკო ჩხაიძე, საბა საღრიშვილი.
ფროდაქშენ დიზაინი: Nisley Studio –
ზურა კიკვაძე, სოფიო გულისაშვილი
დეკორატორები: დავით ღვინაშვილი, გიორგი მაჭავარიანი, გარიკ მარტიროსიანი, ილია როსჩინი, დანიელ კიკვაძე, ზურა დიღმელაშვილი, ერეკლე გორდელაძე.
რეკვიზიტორი: თათია გულისაშვილი
კოსტიუმების მხატვარი: ანკა გაბუნია
MU: ვერიკო ბედელაძე
კადრირება: ირაკლი თოიძე
გაფერი: შალვა ლელუაშვილი
გამნათებელი: მიხეილ გვალია, ტიგრან ტუმასიანი, დავით საღრიშვილი, გუა გულუაშვილი, დათო ერემაძე.
2nd AC: გურამ მოსიკაშვილი
ფოკუს ფულერი: მანუ ელიჯარაშვილი
ფლეიბექი: კობა როსტიაშვილი
დოლი: გიორგი ზაქაიძე, დიმიტრი ზაქაიძე
ხმა სეტზე: LocationSound.tbilisi
SFX: გური ჩიკვილაძე
ფუდ სტილისტი: ქეთო ბექაური
პოსტ პროდაქშენ პროდიუსერი: ბურო, ეკატერინე დავითაშვილი.
მონტაჟი: ბურო
გრაფიკა: დავით ჭაბაშვილი
ხმის დიზაინი და მუსიკა: Heima Production
ფერის კორექცია: მინდია ინასარიძე
ვოისოვერი: კახა კინწურაშვილი
მუსიკა — „გაიღიმე“
მელოდიის ავტორი – გია მაჭარაშვილი, მერაბ სეფაშვილი.
ტექსტის ავტორი – ირმა სოხაძე
მსახიობები: მერაბ სეფაშვილი, თუთა ინაშვილი