სადაზღვევო კომპანია ალდაგმა ახალი კამპანია წარადგინა. ვიდეორგოლი, რომელიც ავტოპასუხისმგებლობის (TPL) დაზღვევას ეძღვნება, ტრადიციული და თანამედროვე ელემენტების გამოყენებით ცდილობს მომხმარებლის ყურადღების მიპყრობას.
კამპანიის მთავარი გზავნილი — „თუ გაუსვი და გამოუსვი, შენი გადახდილია“ — ვიზუალურად ქართული ცეკვის დინამიკური მოძრაობით არის გაცოცხლებული.
კრეატიული კონცეფცია Joyboy-ს ეკუთვნის. Production სტუდია: Elixir Production
ვიდეოს ცენტრალური ფიგურა ქართული ცეკვის შემსრულებელია, რომლის ფეხის მოძრაობაც მეტაფორულად ავტოსაგზაო შემთხვევისას ავტომობილების შეხებას (ე.წ. „გასმას“) უკავშირდება. ალდაგის მიზანი იყო, რთული ფინანსური პროდუქტი მომხმარებლისთვის მარტივ, ემოციურად ახლო და დასამახსოვრებელ ფორმატში მიეწოდებინა.
„კამპანია თანამედროვე და დინამიკურ სტილში უსვამს ხაზს იმას, რომ დაზღვევა არა ფუფუნება, არამედ ყოველდღიური სიმშვიდის გარანტიაა,“ – აცხადებენ კომპანიაში.
რატომ გახდა TPL დაზღვევა კრიტიკულად მნიშვნელოვანი?
ბოლო პერიოდში ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევის აქტუალობა რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა:
- გაზრდილი რისკები: გზებზე ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობის მატება.
- ფინანსური წნეხი: ახალი მანქანების დაზიანების შემთხვევაში, რემონტის ხარჯი საგრძნობლად მაღალია, რაც დაუზღვეველი მძღოლებისთვის სერიოზულ ფინანსურ დარტყმას ნიშნავს.
ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა სწორედ ამ რისკებს აზღვევს – თუ თქვენ სხვის ავტომობილს ან ქონებას დააზიანებთ, ზარალს სრულად ალდაგი ანაზღაურებს.
ხელმისაწვდომობა და პირობები
კომპანიამ პროდუქტი მაქსიმალურად მოარგო სხვადასხვა სეგმენტის საჭიროებებს. მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს:
- სამი განსხვავებული დაფარვის ლიმიტი საკუთარი საჭიროების მიხედვით.
- ფასი: პოლისის ღირებულება თვეში 10 ლარიდან იწყება.
- პროცესი: დაზღვევის შეძენა შესაძლებელია როგორც დისტანციურად, ისე ქოლცენტრის დახმარებით, რაც მომხმარებელს დროსა და ენერგიას უზოგავს.
ამ კამპანიით ალდაგი კიდევ ერთხელ ცდილობს დაამკვიდროს მართვის პასუხისმგებლიანი კულტურა და მძღოლებს მოულოდნელი ხარჯებისგან თავის დაცვის მარტივი გზა შესთავაზოს.
კრედიტები:
დამკვეთი: ალდაგი
მარკეტინგის დირექტორი – ქეთი მაღალაშვილი
კონტენტ მარკეტერი – ნიკა შანავა
მარკეტინგის მენეჯერი – ანი კელაურაძე
ჯუნიორ მარკეტერი – ელენე ჭანკოტაძე
კრეატიული სტუდია: JoyBoy
შემოქმედებითი ხელმძღვანელი: გიორგი კვიტატიანი
აღმასრულებელი შემოქმედებითი ხელმძღვანელი: ლაშა დ. კოტორი
უფროსი არტ დირექტორი: ლუკა ივანიძე
უფროსი მოუშენ დიზაინერი: აკო რეხვიაშვილი
უფრო დიზაინერი/ტიპოგრაფია: გიორგი ხარძიანი
ქოფირაითერი: სოფო ლომინეიშვილი
არტ დირექტორი: ნუცა კაკულია
ექაუნთ მენეჯერი: ნინო ქრისტესიაშვილი
შექმოქმედებითი გუნდი: შიო ფეიქრიშვილი, მარიამ ტეფნაძე, მარიამ კოტიშაძე, მარიამ რაზმაძე და ანი მელიქჯანიანი
წარმოება: Elixir Production Studio
რეჟისორი: დიმა ჩხეიძე
ოპერატორი: რატი გოგატიშვილი
პროდიუსერი: ნატა მანაგაძე
ფროდაქშენ მენეჯერი: აჩი კევლიშვილი
ფროდაქშენ კოორდინატორი: ნატაშკა დობორჯგინიძე
კამერის ასისტენტი: პაატა გელაშვილი
ფოკუსი: მანუ ელიჯარაშვილი
გაფერი: ცოტნე მარსაგიშვილი
განათება: გიორგი მარსაგიშვილი, თემო ეზიაშვილი, დათო საღრიშვილი, გოგლიკა ლომიძე
კასტინგი: ნანუკა სიორიძე
მოცეკვავე: ლაშა მძინარაშვილი
მეიქაფი: ნინო დაშნიანი
ჰელფერი: ვაკო დემეტრაშვილი
მონტაჟი: დიმა ჩხეიძე
ფერის კორექცია: მინდია ინასარიძე
ხმის სტუდია: Avira Sound
[პარტნიორის კონტენტი]













