სადაზღვევო კომპანია ალდაგის მხარდაჭერით ონლაინჟურნალ homeis-ის შეკრება შედგა. ღონისძიება არქიტექტურის, ინტერიერის დიზაინისა და დეველოპერულ სფეროში არსებულ ტენდენციებს მიეძღვნა და ამ სფეროს განვითარებას ისახავდა მიზნად.
წლევანდელი შეკრების მთავარი თემა „ანაბეჭდი“ სხვადასხვა კუთხით წარმოაჩინეს სფეროს პროფესიონალებმა, არქიტექტორებმა, ინტერიერის დიზაინერებმა და დეველოპერებმა. სპიკერების შემდეგ, სცენა პანელურ დისკუსიას დაეთმო.
„მსგავსი ტიპის ღონისძიებები სფეროს განვითარებისთვის და ინდუსტრიაში სიახლეების გაზიარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ალდაგი წარმოდგენილია, როგორც ღონისძიების პარტნიორი, რომელიც კომპანიებსა და ინდივიდებს სახლის საუკეთესო დაზღვევას სთავაზობს. გვიხარია, რომ გვეძლევა შესაძლებლობა მხარი დავუჭიროთ სფეროსთვის მნიშვნელოვან შეკრებას, არქიტექტურასა და დიზანში დაგროვილი გამოცდილების გაზიარებისა და ზოგადად სფეროს განვითრებისთვის.“ – ქეთევან მაღალაშვილი, ალდაგის მარკეტინგის დირექტორი.
ალდაგის ქონების სრული დაზღვევა მოიცავს მეზობლის წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევას და საიჯარო შემოსავლის დაზღვევას. გარდა ამისა, ის ფარავს სახლის არა მხოლოდ რემონტის, არამედ კარკასისა და შიგთავსის დაზიანების ხარჯებსაც, რაც მომხმარებელს ეხმარება მოულოდნელი ფინანსური რისკებისგან თავი სრულად დაიცვას.
[პარტნიორის კონტენტი]