სადაზღვევო კომპანია ალდაგის მხარდაჭერითა და საკონსულტაციო კომპანია ,,პროსპექტის” ორგანიზებით, საქართველოში უძრავი ქონების ყველაზე მასშტაბური ყოველწლიური კონფერენცია ,,გრემო’’ – 2023 გაიმართა, რომლის მიზანი უძრავი ქონების ინდუსტრიაში ინფორმაციის გაცვლა და გლობალური ტენდენციების გაზიარება იყო.
ყოველწლიურად ,,გრემო’’ ინდუსტრიის ლიდერებს, დარგის პროფესიონალებს, ინვესტორებსა და ინოვატორებს აერთიანებს მთელი მსოფლიოდან. ღონისძიება ერთ-ერთი უნიკალური პლატფორმაა ცოდნის გაზიარებისთვის, საქმიანი კავშირების დამყარებისთვისა და უძრავი ქონების სექტორის განვითარებისთვის.
„მოხარულები ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა ჩვენი პარტნიორებისთვის, მოქმედი და პოტენციური მომხმარებლებისთვის გაგვეზიარებინა ჩვენი გამოცდილება და ხედვა უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ რისკებზე. ალდაგი, როგორც კორპორაციული დაზღვევის კუთხით ლიდერი კომპანია, სამშენებლო ინდუსტრიაში მოქმედ კომპანიებს, მათზე მორგებულ სადაზღვევო პროდუქტებს სთავაზობს, რომლებიც მაქსიმალურად დაიცავს მათ, მშენებლობასთან დაკავშირებული სხვადასხვა ტიპისა და მასშტაბის რისკებისგან“, – აცხადებენ ალდაგში.
ალდაგის სამშენებლო რისკების დაზღვევა სამშენებლო მოედანზე ყველა გაუთვალისწინებელი და მოულოდნელი შემთხვევით გამოწვეულ მატერიალურ ზარალს ფარავს. სადაზღვევო პოლისი ითვალისწინებს ყველა რისკს, რომელიც სამშენებლო მოედნის ფარგლებში შეიძლება განვითარდეს, მათ შორის: სამშენებლო ტექნიკის გარეგანი ზემოქმედებით მიყენებული დაზიანება, ხანძარი, აფეთქება, დაზღვეული საგნის გატაცება, ქურდობა, ყაჩაღობა, ძარცვა, სტიქიური მოვლენებით მიყენებული ზიანი.
[პარტნიორის კონტენტი]