in

ყველა დაზღვევაზე მნიშვნელოვანი – „ალდაგის“ სიცოცხლის და კრიტიკული დაავადებების დაზღვევა

„ალდაგის“ ახალი პროდუქტი სიცოცხლისა და კრიტიკული დაავადებების დაზღვევა მზადაა იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურთ, მიიღონ ფინანსური მხარდაჭერა, ჯანმრთელობის მოულოდნელი კრიტიკული მდგომარეობის დადგომისას.

სიცოცხლისა და კრიტიკული დაავადებების დაზღვევა ჯანმრთელობის დაზღვევისგან იმით განსხვავდება, რომ მოიცავს მსხვილი თანხის ანაზღაურებას გარდაცვალების ან კრიტიკული დაავადების დადასტურების შემთხვევაში.

„ალდაგის“ სიცოცხლისა და კრიტიკული დაავადებების დაზღვევა 16 ყველაზე გავრცელებულ დაავადებას მოიცავს, მათ შორის სიმსივნე, ინფარქტი, ინსულტი, კომა, თირკმლის უკმარისობა, ალცჰაიმერის დაავადება და ა.შ. ამ დაავადებების დადასტურების შემთხვევაში, დაზღვეული მიიღებს 100 000 ლარამდე თანხას, რომელიც მას დაავადების დამარცხებაში დაეხმარება. „ალდაგის“ სიცოცხლისა და კრიტიკული დაავადებების დაზღვევას, უფასოდ მოჰყვება, შვილების დაზღვევა, ასევე კრიტიკული დაავადებებისგან.

„ერთის მხრივ, ეს პროდუქტი ადამიანებს მისცემს საშუალებას, იზრუნონ მათ ოჯახსა და შვილებზე მაშინაც კი, როდესაც მათ გვერდით არ იქნებიან. მეორეს მხრივ კი, კრიტიკული დაავადების დადასტურების შემთხვევაში, დაზღვეულებს ექნებათ საშუალება,  კონცენტრაცია გააკეთონ მხოლოდ მკურნალობაზე და არა მკურნალობისთვის საჭირო თანხის მოძიებაზე. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სარგებელი, რაც ამ პროდუქტს ასევე ახლავს, წლების განმავლობაში უცვლელი ფასია. ჯანმრთელობის დაზღვევისგან განსხვავებით, მომხმარებელს არ მოუწევს ყოველ წელს სიცოცხლისა და კრიტიკული დაავადებების დაზღვევის განახლება და ყოველ წელს განსხვავებული ფასის გადახდა. ფასი იქნება ფიქსირებული და მინიმალური, პირობითად, თვეში 10 ლარით ადამიანს შეუძლია 50 000-მდე ლარის მობილიზება კრიტიკული დაავადების დადგომის ან გარდაცვალების შემთხვევაში“, – ამბობს ქეთევან მაღალაშვილი, „ალდაგის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი. 

„ალდაგის“ სიცოცხლისა და კრიტიკული დაავადებების დაზღვევის ანაზღაურების პროცედურა შემდეგია: კრიტიკული დაავადების დადასტურების შემთხვევაში, დაზღვეული იღებს ერთჯერად ფინანსურ დახმარებას, ხოლო გარდაცვალების შემთხვევაში, თანხა დაზღვეულის მიერ მითითებულ პირს სრულად გადაეცემა, რომლის განკარგვის თავისუფლება მას ექნება.

„მიუხედავად იმისა, რომ საზღვარგარეთ სიცოცხლის დაზღვევა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პროდუქტია, საქართველოში ჯერ კიდევ არ არის გაცნობიერებული ამ პროდუქტის მნიშვნელობა. ერთის მხრივ, ვხედავთ, რამდენად აქტიურია საზოგადოება ერთმანეთის დახმარების და ქველმოქმედების მიმართულებით, მაგრამ მეორეს მხრივ, გვესმის, რომ სიცოცხლისა და კრიტიკული დაავადებების დაზღვევა შეიძლება იყოს, პრაგმატული გამოსავალი, რომელიც რეალურად გადაჭრის თანხასთან დაკავშირებულ  პრობლემას“, – ამბობს ქეთევან მაღალაშვილი. 

„ალდაგმა“ სპეციალურად ამ პროდუქტისთვის შექმნა ვებგვერდიც, რომელიც იძლევა საშუალებას, მომხმარებელმა თავად დათვალოს, თუ რა იქნება ინდივიდუალურად, მისი მონაცემებიდან გამომდინარე, დაანგარიშებული ფასი, რომელსაც ის ფიქსირებულად გადაიხდის სიცოცხლისა და კრიტიკული დაავადებების დაზღვევაში. ფასი დამოკიდებულია მომხმარებლის ასაკსა და სქესზე, ასევე ლიმიტებზე, რომელსაც ის აირჩევს. ანაზღაურების ლიმიტის მაქსიმუმი 100 000 ლარია.

 

მსახიობის, გიორგი მახარაძის ამბავი

 

[R]

ინსტაგრამზე საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების საგულშემატკივრო სტიკერები და გიფები გამოჩნდა

იფიქრეთ მარკეტერივით: როგორ დაიქირავოთ თანამშრომლები სამუშაო ძალის დეფიციტის დროს?