in

„ნუ გეშინია, დააზღვიე“ — ალდაგის სახალისო რეკლამა

BOG
BOG

ახალ ნივთებს განსაკუთრებით ვუფრთხილდებით — შემთხვევით არ გაიკაწროს, ლაქა არ დაეტყოს ან რაიმე სხვა ფორმით არ დაზიანდეს. ისე სათუთად ვეპყრობით, ზოგჯერ პარანოიაშიც კი გადაგვდის… ზოგიერთს ღამითაც ესიზმრება, თითქოს ეს საყვარელი ნივთი ფუჭდება და ნამდვილ კოშმარად ექცევათ ეს შიშით შთაგონებული სიუჟეტები. სადაზღვევო კომპანია „ალდაგმა“ სწორედ ამ ინსაითზე ააგო ახალი სარეკლამო კამპანია და მოგვიწოდა — „ნუ გეშინია, დააზღვიე“.

ვიდეორგოლში კომიკურადაა გადმოცემული, როგორ ცდილობენ ადამიანები ახალი პულტის, მანქანის, ტანსაცმლის თუ ნებისმიერი სხვა ნივთის მოფრთხილებას. ყველაფერს სპეციალური შესაფუთი მასალა აქვს შემოხვეული — თანაც ის, მისი პატარა ბუშტუკების გახეთქვა ნერვებს რომ გვიწყნარებს… მხოლოდ ერთი მამაკაცი დადის შეუფუთავი მანქანით, რომლის ფერიც სიმბოლურად შეესაბამება „ალდაგის“ ბრენდინგს. აქ იდეურადაა მინიშნებული, რომ ის დაზღვევით სარგებლობს და სრულიად ლაღად, ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე მართავს ავტომობილს. მერე რა, რომ რკინის ბოძსაც ეჯახება?! — დაზღვევის იმედი აქვს.


კრედიტები:
სააგენტო Holy Motors
შემოქმედებითი ხელმძღვანელები: გიორგი ავალიანი, ნიკოლოზ კუმბარი
სტრატეგიული ხელმძღვანელი: გიორგი კარანაძე
კომუნიკაციების ხელმძღვანელი: ანო მაისურაძე
დიზაინის ხელმძღვანელი: გიორგი ვასაძე
გრაფიკული Დიზაინერი: დანიელ გრიგორიანი
3D დიზაინერი: სანდრო ნასყიდაშვილი
Motion დიზაინერი: თემო ბაიდარაშვილი
ქოფირაითერი: გოგა ძიძიგური
პროექტის მენეჯერები: ანი გოგუაძე, ლიზი ტყეშელაშვილი
*წარმოება
რეჟისორი: გიორგი გოგიჩაიშვილი
DOP: ვიგენ ვართაროვი
მხატვარი: მარიამ გელაძე
აღმასრულებელი პროდუსერი: გეგა ხმალაძე
პროდუსერები: დათუნა ამბროლაძე; გიორგი კვარაცხელია
რეკვიზიტორები: გუჯა ჩიბურდანიძე, ბექა რევაზიშვილი
დეკორატორები: Kino Factory
1st AD: ნინუცა სინჯიკაშვილი
წარმოების მენეჯერი: გიორგი წიკლაური
წარმოების მენეჯერის ასისტენტი: შოთა ბაშარული
კოსტუმების მხატვარი: იკა ბობოხიძე
კოტუმების მხატვრის ასისტენტი: მარიამ საბანაძე
MU: ირმა დათუაშვილი
ლოკაციის მენეჯერი: ირაკლი გვიშიანი
ფოკუსი: გიორგი მედულაშვილი
გაფერი: მიხეილ საგანელიძე
გამნათებლები: ბიძინა ჩხაიძე, კარენ ტუმასიან, ილია ანსიანი, მიხეილ გვალია, ბექა ხარაიშვილი, ზურა წულეისკირი
კამერამენი: ხატია ხალვაში, ნინია ცაბაძე
ფოტოგრაფი: ლევან მაისურაძე
მუსიკა: ნიკა ჩოხელი
Making of Video: ირაკლი სოლომნიშვილი, არტურ ამამჩიანი
*მსახიობები
სებასტიან ჰარკე Sebastian Harke
ნინო აღლაძე
სანდრო ქებაძე
ანო დაბრუნდაშვილი
დაჩი კარიაული
თეკლა სხულუხია
ნანული გოცირიძე
შალვა ხვედელიძე

„PLUS პარასკევს“ საქართველოს ბანკის მომხმარებლები სასურველ ნივთებს PLUS ქულებით ნახევარ ფასად შეიძენენ

მონაცემთა ანალიზი და საქმეების გამარტივება AI-ს მეშვეობით – „კროკო სქუადის” ახალი სისტემა