in

„მშვიდობა და მეგობრობა“ – 1960-იანების პოსტერი თბილისში, ამაშუკელის ქუჩაზე

poster aldagi.ge-ს პროექტმა ციფრული სამყაროდან თბილისის კედელზეც გადმოინაცვლა. ახლა მისი ნახვა ელგუჯა ამაშუკელის ქუჩაზე შეგიძლიათ.

კედელი ქართველმა არტისტმა გიორგი გაგოშიძემ, იგივე „გაგოშამ“ მოხატა, ვისი ნამუშევრები ხშირად სოციალური თემატიკისაა. ამიტომ, ამ პროექტში მისი ჩართვა შემთხვევითი არ ყოფილა.

თავად  პოსტერის ავტორი კი ო. ჯიშკარიანია, მისი სოციალური და საბჭოთა იდეოლოგიის მატარებელი პოსტერები „ალდაგის“ პოსტერების ციფრულ საცავში ინახება.

ნამუშევრის კედელზე გაცოცხლების იდეასა და მოხატვის პროცესზე თავად „გაგოშა“ მოგიყვებათ:

Poster.aldagi.ge „ალდაგის“ და ეროვნული ბიბლიოთეკის ერთობლივი პროექტია, რომელიც ციფრულ პლატფორმაზე 1000მდე საბჭოთა და თანამედროვე დროის პოსტერს აერთიანებს.

 

[R]

#აჩუქეგულით – ლიბერთის თანამშრომლების საახალწლო კამპანია

გავიხსენოთ – რა მოგვცა 2020-მა წელმა?