in

20 კრიტიკული დაავადებისა და COVID-19-ის დაფარვა – „ალდაგის“ ახალი პროდუქტი ბიზნესისთვის

სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ ბიზნესკომპანიებს დასაქმებულთა დაზღვევას სთავაზობს და თავადვეა პირველი საქართველოში, რომელმაც ეს პროდუქტი საკუთარ თანამშრომლებს სიცოცხლის სიმბოლოსთან, „ლიმონის ხეებთან“ ერთად აჩუქა. 

„ვფიქრობდით, შეგვექმნა ისეთი პროდუქტი, რომელიც დღევანდელ ვითარებას ყველაზე ადეკვატურად უპასუხებდა. ამ პროდუქტში ყველა ის რისკია გაერთიანებული, რომელიც დღეს, აქტუალურია“, – ამბობს ქეთევან მაღალაშვილი, სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ PR მიმართულების ხელმძღვანელი

დასაქმებულთა დაზღვევა აერთიანებს როგორც სიცოცხლის დაზღვევას, რომელიც დღეს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველაზე გავრცელებულ რისკს – COVID-19-საც ფარავს, ისე კრიტიკული დაავადებების დაზღვევას, რომელიც 20 ყველაზე გავრცელებულ მძიმე დაავადებას მოიცავს, ამასთან ერთად, შრომისუნარიანობის შეზღუდვის დაზღვევას.

უფრო დეტალურად, პროდუქტის უპირატესობებზე ქეთევან მაღალაშვილი გვპასუხობს:

M: ქეთევან, მოგვიყევით დასაქმებულთა დაზღვევაზე… რა არის სიახლე ამ პროდუქტში და რა პრობლემას ჭრის თქვენი ნაბიჯი სადაზღვევო ბაზარზე?
დასაქმებულთა დაზღვევა რისკების ამ კონკრეტული კომპლექტაციით ბაზრისთვის სიახლეა. რა თქმა უნდა, სადაზღვევო ბაზარი კომპანიებს სთავაზობდა და სთავაზობს თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაზღვევებს, პასუხისმგებლობის დაზღვევებს და ცალკეულ შემთხვევებში, შრომისუუნარობის დაზღვევასაც, მაგრამ ამ პროდუქტთან მიმართებაში, სიახლე არის იმ რელევანტური რისკების გაერთიანება და დაზღვევა, რომელიც ახლა თანამშრომლებისთვის აქტუალური და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

M: უფრო დეტალურად რომ განმარტოთ, რა რისკებს აერთიანებს დასაქმებულთა დაზღვევა და რამდენად დემოკრატიულია თქვენი გადაწყვეტილება, საფასო პოლიტიკის კუთხით?
დასაქმებულთა დაზღვევა რამდენიმე პროდუქტის ერთგვარი ნაკრებია და სწორედ ამით არის ეს პროდუქტი უნიკალური, ანუ ერთი მხრივ, რამდენიმე რისკის დაზღვევის შესაძლებლობას იძლევა და მეორე მხრივ, საკმაოდ ხელმისაწვდომია:

  • სიცოცხლის დაზღვევა, რომელიც დასაქმებულის ოჯახის მხარდასაჭერად შექმნილი პროდუქტიადაზღვევის ეს ნაწილი მოიცავს 15,000-დან 45,000 ლარამდე თანხის ერთჯერადად ანაზღაურებას ოჯახისთვის იმ შემთხვევაშიც, თუ ადამიანი COVID19-ით, ან რომელიმე სხვა მოულოდნელი მიზეზით გარდაიცვლება;
  • კრიტიკული დაავადებები20 სხვადასხვა მძიმე დაავადებით დასნებოვნება – აქ შედის სიმსივნური დაავადებები, ინფარქტი, ინსულტი და ა.შ. ეს არის ყველაზე ფართო ჩამონათვალი კრიტიკული დაავადებებისა, რომელსაც ბაზარზე მხოლოდ „ალდაგი“ აზღვევს;
  • შრომისუუნარობა – სიტუაცია, როდესაც უბედური შემთხვევის გამო, შეიძლება ადამიანმა მუშაობა ვეღარ შეძლოს და რომელიც ერთჯერადი თანხით ანაზღაურდება. 

საფასო პოლიტიკას რაც შეეხება, საკმაოდ იაფი პროდუქტია. მისი ფასი, ერთეული თანამშრომლის შემთხვევაში, 11 ლარიდან იწყება. ანუ, რეალურად, თუ კომპანიას 20 თანამშრომელი ჰყავს, დასაქმებულთა დაზღვევის ფასი, თვეში, 220 ლარი გამოდის. 

M: „ალდაგი“, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, დღეს, ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს რელევანტურად პასუხობს. როგორ იკვეთება თქვენი მიმდინარე ინიციატივა ბრენდის მისიასთან?
ალდაგი 30 წლის ბრენდია. ამ ხნის განმავლობაში, კომპანიის მისია იყო და არის – რეალური დაზღვევის შეთავაზება ბაზრისთვის. ანუ ისეთი დაზღვევის შეთავაზება, რომელიც რისკის დადგომისას ადამიანებს რეალურ დახმარებას გაუწევს და დაზღვევა არ იქნება ფორმალური ან ფასადური ხასიათის. „ალდაგი“ ყველა პროდუქტთან მიმართებაში ამ მიდგომით მუშაობს და ნებისმიერი მისი ინიციატივა რეალური პრობლემის გადაჭრის სურვილიდან გამომდინარეობს. სწორედ ამიტომ, დასაქმებულთა დაზღვევის პროდუქტიც მზრუნველისა და მზღვეველის გადმოსახედიდანაა შექმნილი, რომელმაც ადამიანებს ფინანსური დაცულობისა და სტაბილურობის განცდა უნდა შეუქმნას. 

სამწუხაროდ, ზოგჯერ დგება ხოლმე შემთხვევები, როდესაც ადამიანები მძიმე სენით ავადდებიან. დაავადებასთან ერთად მათ უწევთ ფინანსურ საკითხებზე ფიქრი, ზრუნვა და უმეტესად, გამოსავალი არის ხოლმე ე.წ. crowdfunding-ი facebook-სა თუ სხვა პლატფორმებზე. ჩვენ ეს პროდუქტი შევქმენით, როგორც ამ სიტუაციის ალტერნატივა, რომ ადამიანებს, რომელთა ჯანმრთელობა დგება საფრთხის ქვეშ, აღარ მოუწიოთ მკურნალობის თანხის მოძიებაზე, ან ოჯახის გამოკვებაზე ფიქრი. თუკი ბიზნესი გადაწყვეტს საკუთარი თანამშრომელი ამ პროდუქტით დააზღვიოს, ეს თავისთავად ზრუნვის და თანადგომის გამოხატულებაა და გვინდა, რომ „ალდაგს“ სხვა კომპანიებმაც აუბან მხარი და საკუთრი თანამშრომლები ამ პროდუქტით დააზღვიონ, – ამბობს ქეთევან მაღალაშვილი.

 

[R]

Starlink-ის თანამგზავრები საქართველოს ცაზე ამაღამაც გამოჩნდება

რა გვჭირდება დღევანდელ რეალობასთან ადაპტაციისთვის? – [მარკეტერის პოდკასტი მოკლედ]