სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ მძღოლებს, რომლებმაც წლის განმავლობაში 100 ქულა შეინარჩუნეს, ავტოდაზღვევაზე 30%-იან ფასდაკლებას გადასცემს. აქცია #თუიცავ 1 დეკემბერს დაიწყო და 31 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
კამპანიაში მონაწილეობისთვის, მძღოლმა პლატფორმაზე უნდა შეამოწმოს მართვის მოწმობის ქულა – 100 ქულის შემთხვევაში, იგი მიიღებს ფასდაკლებას ავტოდაზღვევაზე.
#თუიცავ კამპანია 2019 წელს დავიწყეთ და მას მერე, ჩვენი მიზანია, წავახალისოთ პასუხისმგებლიანი მძღოლები, წლის განმავლობაში შენარჩუნებული ქულებიდან გამომდინარე, შევთავაზოთ ისეთი ფასდაკლება, რასაც შეუძლია მინიმუმამდე დაიყვანოს მათი ხარჯები. ვფიქრობთ, რომ პასუხისმგებლიანი მძღოლები ნამდვილად მეტს იმსახურებენ ”, – აცხადებენ „ალდაგში“.
პროექტის ფარგლებში, 100-ქულიან მძღოლს შეუძლია, ისარგებლოს ავტოდაზღვევის სრული პაკეტით და დააზღვიოს მანქანა ისეთი ხარჯებისგან, როგორიცაა: სრული დაზიანება ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ხანძარი, აფეთქება, ვანდალიზმი, სტიქიურ უბედურებები, ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა, ნაწილობრივი დაზიანება ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, 24-საათიანი ავტო ასისტანსი, ლაფეტის მომსახურება.
„ალდაგის“ დაზღვევაზე 30%-იანი ფასდაკლება მძღოლებს მისცემს საშუალებას, მინიმალურ ფასად თავი დაიზღვიონ მოულოდნელი ხარჯებისგან, მთელი წლის განმავლობაში.
„შეამოწმე ქულა და გაიგე, ხარ თუ არა 100-ქულიანი მძღოლი“.
[R]