in

„ალდაგი“ Spotlight 2022-ის მხარდამჭერია!

Spotlight დიდ სცენას სადღესასწაულო განწყობით უბრუნდება! დღე, რომელსაც სამი წელი ველოდით, ახლოვდება. 27 ნოემბერს, 700 სტუმარი თბილისში, პულმან აქსის თაუერსში შეიკრიბება და მარკეტინგის თავგადასავალში გადაეშვება. მთელი დღის მანძილზე იქნება მასტერკლასები, ვორქშოფები, ტრენინგები… მსმენელების წინაშე 30 სპიკერი წარდგება და საკუთარ გამოცდილებას გააზიარებს. წლევანდელი Spotlight-ის მთავარი გზავნილია „ცდა“, რითაც ღონისძიება ყოველთვის ახლის ცდისკენ მოგვიწოდებს. Spotlight 2022-ის მეგობრებს შორისაა სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“. ღონისძიების მხარდაჭერის შესახებ, „ალდაგის“  საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი, ქეთევან მაღალაშვილი გვესაუბრა.

M: თქვენი შეფასებით, რა მნიშვნელობა აქვს სფოთლაითს ქართული მარკეტინგის სამყაროში? 

მარკეტინგით დაინტერესებული ადამიანებისთვის სფოთლაითი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პლატფორმაა. წლების მანძილზე, სფოთლაითი ამ სფეროში არსებული ტრენდების, სიახლეების, ადამიანების აღმოჩენის შესაძლებლობას იძლევა და რაც მთავარია, ყოველ წელს უფრო მასშტაბური, შემოქმედებითად და შინაარსობრივად უფრო დატვირთულია.

პირველ რიგში, გაჩნდა პლატფორმა წარმატებული მაგალითების აღიარებისა და დაფასებისთვის, გამოცდილებისა და იდეების გაზიარებისთვის. გაიზარდა სფეროს მიმართ ინტერესიც და ამის შედეგია ის, რომ კიდევ უფრო მეტი პროფესიონალი გვყავს, კიდევ უფრო მეტი წარმატების მაგალითი ვნახეთ. ის, რომ საერთაშორისო კრეატიულ კონკურსებში საქართველოში შექმნილი პროდუქტები აღიარებას იმსახურებს, ეს სფოთლაითის დამსახურებაცაა. რაც უფრო მეტი ფორმატი იქნება კომუნიკაციისთვისა და წარსული გამოცდილების გადახედვისთვის, მით უფრო უკეთესი იქნება კომუნიკაციის სფერო.

M: უკვე არაერთი წელია თვალს ადევნებთ სფოთლაითს. თქვენი აზრით, რატომ არის მნიშვნელოვანი ასეთი ღონისძიების მხარდაჭერა?

ჩვენ ვთვლით, რომ იმ გუნდის მხარდაჭერა, რომელიც წლების განმავლობაში სფოთლაითს აკეთებს, ბიზნესის მხრიდან პატივისცემის და მადლობის ღირსია. პირველ რიგში, გვინდა, რომ მათ სტაბილურად აკეთონ ეს საქმე და ყოველ წელს ჰქონდეთ ენთუზიაზმი და მდგრადობა იმისთვის, რომ კიდევ უფრო საინტერესო კონტენტი შემოგვთავაზონ და ჩვენ ყველამ, ვინც ამ სფეროში ვმუშაობთ, შევძლოთ ჯანსაღი კონკურენცია, ერთმანეთის აღიარება და მხარდაჭერა. 

ჩვენი მთავარი გზავნილის „მზად ხარ“ შესაბამისად, მუდმივად მზად ვართ განვითარებისა და საუკეთესოს წახალისებისთვის. ამიტომ მხარს ვუჭერთ სფოთლაითს და ვფიქრობთ, რომ ამით სხვებსაც ვეხმარებით, მზად იყვნენ ყველა იმ ახალი შესაძლებლობისთვის, რომელიც წინ ელოდებათ.

 

ღონისძიების წარმდგენია: საქართველოს ბანკი.
პარტნიორი: eTeam.
მხარდამჭერები: TON, Alliance Group, m², ბორჯომი, WOLT, თეთრი კვადრატი, Gulf, GPC, Maxtherm, Skoda, Kenari, Adwise, EKIMO, ლურჯი ოკეანე, ალდაგი, AccountAnts.

Disney+-ის ნოსტალგიური კამპანია — Feels like home

მეცნიერები ვარსკვლავთშორისი ობიექტის „დაჭერას“ გეგმავენ