in

როგორ აფასებს „ალდაგი“ Spotlight-ის მრავალწლიან მხარდაჭერას

სფოთლაითის საიუბილეო, მე-10 ღონისძიება 23-24 დეკემბერს ჩატარდება და ამჯერად, განსხვავებულ ფორმატში, ორი დღის განმავლობაში უმასპინძლებს სტუმრებს. სფოთლაითის ისტორია 2013 წლიდან იწყება და მას შემდეგ, წლის მთავარ მარკეტინგულ დღესასწაულად იქცა. ესაა ადგილი, რომელიც თავს უყრის ინდუსტრიის ასობით წარმომადგენელს და ერთმანეთში ცოდნისა თუ გამოცდილების გაზიარების საშუალებას აძლევს. ღონისძიების მხარდამჭერია კორპორაციული სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“, რომელსაც სფოთლაითთან ხანგრძლივი მეგობრობა აკავშირებს. Spotlight-თან მეგობრობაზე „ალდაგის“ ბრენდის განვითრებისა და სტრატეგიული კომუნიკაციების უფროსი ქეთევან მაღალაშვილი გვესაუბრა.

M: როგორც დიდი ხნის მხარდამჭერი, რა საერთო ღირებულებებს ხედავთ Spotlight-თან?

ალდაგი წლების განმავლობაში მხარს უჭერს მარკეტერის გუნდს Spotlight-ის განხორციელებაში. ჩვენი ინტერესი Spotlight-ის მიმართ არ იცვლება, რადგან ჩვენი ბრენდი გამოცდილების გაზიარების, ინდუსტრიის განვითარებისა და მუდმივი გაუმჯობესების ღირებულებებზე დგას, ისევე როგორც Spotlight.

Spotlight-ი მარკეტინგის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი პლატფორმაა, რომელიც უწყვეტად აგრძელებს ამ სფეროს განვითარებას და გვიხარია, რომ გვაქვს საშუალება, ვიყოთ უცვლელი პარტნიორები.

M: მოგეხსენებათ, წლევანდელი თემაა „მემკვიდრეობა“. თქვენი შეფასებით, როგორია Spotlight-ის „მემკვიდრეობა“?

Spotlight-მა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მარკეტინგის სფეროს განვითარებაში საქართველოში. მარკეტერების შეკრების, გაზიარების, ერთმანეთის აღიარების კუთხით ის ერთ-ერთი პირველი წარმატებული პლატფორმა იყო, რომელმაც არაერთი პროფესიონალი დააკავშირა ერთმანეთს, მოგვცა საშუალება, რომ სფეროსთვის შეგვეხედა ლაივ ფორმატში, დაგვენახა განვითარება, მიღწევები, შესაძლებლობები. Spotlight-ის მემკვიდრეობა დღეს არქივია, რომელიც ყვება საქართველოში მარკეტინგის განვითარების ისტორიას და ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი როლია, რაც შეიძლება ასეთი ტიპის ღონისძებამ შეასრულოს.

M: როგორია მოლოდინები წლევანდელ სფოთლაითთან დაკავშირებით?

მოლოდინი წელსაც მაღალია, როგორც ყოველთვის. რაც მთავარია, მიხარია რომ ფართოვდებით. წელს, ვიცით, რომ ღონისძიება ორდღიანი იქნება და ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ სალაპარაკო ბევრია ამ სფეროში, ბევრი საინტერესო ადამიანი გვყავს გასაცნობი, ბევრი იდეები გასაზიარებელი. Spotlight-ის მთელი პროგრამა ცოცხალი და დინამიურია და მინდა წელსაც წარმატება გისურვოთ.

ღონისძიების წარმდგენია: საქართველოს ბანკი

ღონისძიების ოფიციალური ავტომობილი: Porsche

ვერცხლის სპონსორი: McDonald’s, Elit ElectronicsLutecia, Extra.ge

მხარდამჭერები: Delonghi, ლურჯი ოკეანე, Aldagi, It Academy STEP, Aversi, m2, Midea, Gulf, Cryptal, თეთრი კვადრატი, Fitpass, ბორჯომი, ზარაფხანა, მაქსთერმი, Wolt, Kärcher, FlowMaster.online.

არ გამოგრჩეს არცერთი სიახლე ღონისძიებასთან დაკავშირებით, გამოიწერე Spotlight-ის ოფიციალური Facebook გვერდი.

უმსხვილესი ინვესტორი Aqualia საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების შესაბამის მომსახურებას დანერგავს

ბალანსისა და B2C.GE-ს ინტეგრაცია