„ახალი დროა“ – ამ მთავარი გზავნილით, Spotlight Tech ბრუნდება. სფოთლაითის სივრცეში ინოვაციები და ტექნოლოგიები, ჯერ კიდევ, 2018 წელს გამოჩნდა. 5-წლის შემდეგ, წლის მთავარი მარკეტინგული დღესასწაული, ამჯერად, ტექნოლოგიურ დღესასწაულად მოგვევლინება და სტუმრებს ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე ესაუბრება. 14 მაისს, სასტუმრო Raddison Blu Iveria-ში 600 გულანთებული სტუმარი შეიკრიბება, 30-მდე სპიკერის შთამაგონებელ გამოსვლას დაესწრება, მასტერკლასებსა და ვორქშოპებზე ახლებურ ხედვას გაიზიარებს, გადაიაზრებს ტექნოლოგიების ცნებას ჩვენს ყოველდღიურობაში, შეხვდება ძველ კოლეგებს და გაიცნობს ახლებს. ღონისძიების მხარდამჭერია კორპორაციული სადაზღვევო კომპანია „ალდაგი ბიზნესი“, რომელსაც სფოთლაითთან ხანგრძლივი მეგობრობა აკავშირებს. Spotlight-თან მეგობრობაზე „ალდაგი ბიზნესის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი ქეთევან მაღალაშვილი გვესაუბრა.
M: სფოთლაითს მხარდაჭერას არაერთი წელია უცხადებთ. რითაა ღირებული თქვენთვის ეს პარტნიორობა?
სფოთლაითთან „ალდაგის“ პარტნიორობა პირველი არ არის. გვიხარია, რომ წელსაც გვაქვს შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ საქართველოში ყველაზე ცნობილ და მასშტაბურ მარკეტინგულ ღონისძიებას, სფოთლაითის სახით. მარკეტინგის სფეროს პროფესიონალები სფოთლაითის ფორმატში გაზიარებულ სიახლეებსა და საინტერესო გამოსვლებს წლიდან წლამდე ელოდებიან. „ალდაგი“ მზადაა, იყოს თქვენი ერთგული მხარდამჭერი და ხელი შეუწყოს ზოგადად პროფესიული გამოცდილების გაზიარების პროცესს.
M: თქვენი აზრით, რატომ არის მნიშვნელოვანი ასეთი ღონისძიების მხარდაჭერა?
მნიშვნელოვანია, რომ სფოთლაითის მიმართ მარკეტერების მხრიდან ინტერესი სულ უფრო იზრდება, ეს ნიშნავს, რომ ღონისძიება ყოველ წელს პასუხობს თანამედროვეობის გამოწვევებს და რჩება პლატფორმად, რომელიც მარკეტერებს ეხმარება როგორც განვითარებაში, ისე პროფესიული ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და გამოცდილების ურთერთგაცვლაში.
M: როგორია მოლოდინი, რას ელით წლევანდელი სფოთლაითისგან, რომელიც ტექნოლოგიებს ეხება?
ველით საინტერესო ადამიანებთან შეხვედრას, საინტერესო სიახლეებზე საუბარს, ტექნოლოგურ განვითარებაზე საინტერესო ინსაითებს და ვფიქრობთ, ეს ღონისძიება ნებისმიერ ინდუსტრიაში მოქმედი კომპანიისთვის ერთგვარი განახლების წყარო იქნება.
ღონისძიების წარმდგენია: e team
გენერალური პარტნიორი: Visa
ოქროს სპონსორი: ავერსი ფარმა
ვერცხლის სპონსორი: Bolt
ღონისძიების ოფიციალური ავტომობილი: Porsche
მხარდამჭერები: AccountAnts, McDonald’s, Geosoft – Google Cloud, ლურჯი ოკეანე, Top Sport, Aldagi Business, BTU, It Step Academy, Adwise, Alta, Johnny Walker.
არ გამოგრჩეს არცერთი სიახლე ღონისძიებასთან დაკავშირებით, გამოიწერე Spotlight-ის ოფიციალური Facebook გვერდი.