in

ალდაგში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზიანს ითვლიან

სადაზღვევო კომპანია ალდაგში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზიანს ითვლიან. ძლიერმა სეტყვამ კახეთისა (ყვარელი, გურჯაანი, სიღნაღი, ახმეტა, ლაგოდეხი) და ქართლის (გორი, ქარელი, დმანისი, ბოლნისი) რამდენიმე რეგიონი დააზიანა.

მოსავლის დაზიანებასთან დაკავშირებით, კომპანიაში 3000-მდე განაცხადი სხვადასხვა კულტურაზე დაფიქსირდა. ალდაგის გუნდი აქტიურად მუშაობს რეგიონში დამდგარი ზარალის შეფასებასა და კომპენსაციის უსწრაფესად გაცემაზე.

„კახეთსა და ქართლში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი საკმაოდ მასშტაბურია. ჩვენი გუნდი, როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ოფისებიდან, აქტიურად მუშაობს ზარალის აღწერაზე, შეფასებასა და ფერმერებთან ინდივიდუალური კომუნიკაციის შედეგად, ანაზღაურების უსწრაფესად გაცემაზე. მიმდინარე მონაცემებით, დაზიანებული ნაკვეთების ნახევარზე მეტი უკვე შემოწმებულია და სრული აღწერა რამდენიმე დღეში დასრულება,“აცხადებენ ალდაგში.

სადაზღვევო კომპანია ალდაგი ლიდერია აგროდაზღვევის სფეროში და ფერმერებს დაზღვევის საუკეთესო პირობებთან ერთად, ანაზღაურების უსწრაფეს სისტემას სთავაზობს.

ალდაგი 2014 წლიდან ჩართულია აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში, რაც იმას ნიშნავს, რომ სასურველი კულტურის დაზღვევა და სტიქიით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება მომხმარებლებს 70%-იანი სუბსიდიით შეუძლიათ და ფერმერებს დაზღვევის რეალური ღირებულების მხოლოდ 30%-ის გადახდა უწევთ. ეს კი დაზღვევას საკმაოდ ხელმისაწვდომს ხდის.

ალდაგი ფერმერებს ისეთი კულტურების დაზღვევას სთავაზობს, როგორიცაა: ვაზი, მარცვლეული, პარკოსანი კულტურები, ბოსტნეული, ბაღჩეული, ხეხილი, კაკლოვანი კულტურები, სუბტროპიკული კულტურები და ციტრუსი. დაზღვევა ისეთ გავრცელებულ რისკებს ანაზღაურებს, როგორიცაა სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი, საშემოდგომო ყინვა (ეს უკანასკნელი მხოლოდ ციტრუსოვანი კულტურებისთვის).

[R]

ორცხობილა, როგორც მელანომის სადიაგნოსტიკო საშუალება — Diagnosticookies

„ნაფიქრალი“ — აზროვნების აკადემიის წლის მთავარი ღონისძიება შედგა