in

ALDAGI TALKS – იდეების პლატფორმა

რა კავშირი აქვს ერთმანეთთან სპორტს და გაყიდვებს? რა მნიშვნელობა აქვს კითხვების დასმას ცხოვრებაში? ხუთოსნობა ჯობია თუ ოროსნობა? – ეს წლევანდელ ALDAGI TALKS-ზე დასმული და პასუხგაცემული კითხვებია.

BOG
BOG

ALDAGI TALKS სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ შიდა პლატფორმაა, რომელიც იმისთვის შეიქმნა, რომ თანამშრომლებს (300-ზე მეტ ადამიანს) ერთმანეთი უკეთ გაეცნოთ, ერთმანეთის იდეები გაეზიარებინათ და ზოგჯერ, ეს იდეები მიღებული უკუკავშირით გაეუმჯობესებინათ.

„მოკლედ, ALDAGI TALKS პლატფორმაა, რომელიც ყველა ალდაგელს აძლევს საშუალებას, საკუთარი დაკვირვება ცხოვრებასა თუ საქმეში, კოლეგებს გაუზიაროს“.

წელს, ღონისძიება, მესამედ ჩატარდა და უკვე 16-მა ადამიანმა მოახერხა საკუთარი აზრების კორპორატიული ტრიბუნიდან გაზიარება.

ალდაგში ნათქვამი თითოეული გამარჯობის მიღმა რაღაც საინტერესო ისტორია ან ამბავია, რომლის გაზიარებაც ყოველთვის ღირს. ეს ამბები ერთმანეთთან გვაკავშირებს, გვმატებს გუნდურად საქმის კეთების მოტივაციას და გვაახლოებს – ასე ვფიქრობდით მაშინაც, როდესაც დავიწყეთ პროექტი და დღემდე ეს პლატფორმა თავის უნიკალურ როლს ასრულებს ჩვენს ორგანიზაციაში“, – ამბობს ქეთი ახვლედიანი, „ალდაგის“ ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი.

კომპანიის პერსონალის განვითარებისა და ტრენინგების სპეციალისტის, გვანცა ჩახავას თქმით, პროექტმა პრაქტიკაში იმაზე მეტი პლუსი აჩვენა, ვიდრე თავდაპირველად წარმოედგინათ.

„ამას ადასტურებს ისიც, რომ 3 წლის მანძილზე გამოსვლებიც და თემებიც უფრო და უფრო პერსონალური ხდება. როცა პირველ ნაბიჯებს ვდგამდით, ვცდილობდით, თემატურად ჩვენი ბიზნესის გარშემო გვეტრიალა, რაც თავისთავად საინტერესო გამოცდილება იყო, მაგრამ დროთა განმავლობაში, ბუნებრივად წამოვიდა ინიციატივა, რომ გამოსვლები თემების მხრივ უფრო მრავალფეროვანი გაგვეხადა“, – ამბობს გვანცა ჩახავა.

წელს, ALDAGI TALKS-ზე 6 სპიკერი წარდგა ბიზნესის სხვადასხვა სფეროდან – ციფრული კომუნიკაციებიდან დაწყებული ადმინისტრაციული მიმართულებით დამთავრებული. თანამშრომლები მათთვის ღირებულ და პირად თემებზე ღიად საუბრობენ, ყვებიან საკუთარ შეცდომებზე, მარცხსა თუ წარმატებაზე.

„მინდოდა გადამეცა ალდაგელებისთვის ჩემი განწყობა საქმის, „ალდაგის“ და ზოგადად, ადამიანების მიმართ, თან, ცოტა გაყიდვების ჩემეული ხრიკებიც ჩავაქსოვე. ჩემი მთავარი სათქმელი იყო ის, რომ განწყობას ნამდვილად შეუძლია შეცვალოს ყველაფერი,“ – ამბობს მარიამ ჩიტაშვილი, ALDAGI TALKS-ის ერთ-ერთი მონაწილე.

ALDAGI TALKS დიდ აუდიტორიასთან სიტყვით გამოსვლის პირველი გამოცდილება იყო თეონა ინანეიშვილისთვის.

„მენტორის და HR-ის გუნდის მხარდაჭერით, შევძელი ამ გამოწვევის მიღება. ჩემი აზრით, ALDAGI TALKS მანამდე უნდა იყოს, სანამ „ალდაგი“ იქნება“ – ამბობს თეონა ინანეიშვილი, პროექტის ერთ-ერთი მონაწილე.

პროექტის კიდევ ერთი მონაწილე მარიამ ქერქაძე თვლის, რომ ცხოვრებაში რაც ძალიან გინდა და რაც ძალიან გიყვარს, აუცილებლად გამოგივა

„ამისთვის ერთი რეცეპტი არსებობს: არასდროს დანებდე! ეს იყო ჩემი გამოსვლის მთავარი სათქმელი და ის, რომ სპორტი და გაყიდვები ძალიან ჰგავს ერთმანეთს. წარმატებით დასრულებულ მოლაპარაკებას ისეთივე ადრენალინი მოაქვს, როგორც სპორტში გამარჯვებას,“ – ამბობს მარიამ ქერქაძე.

გვანცა ჩახავას თქმით, ALDAGI TALKS-ის მსგავსი პროექტები თანამშრომლებს აახლოებს, ზრდის მხარდაჭერას და ამარტივებს ურთიერთობებს.

„გარდა იმისა, რომ მოვისმინეთ ბევრი საინტერესო ისტორია და აზრი, თავად მომხსენებლებმა შეიძინეს ღირებული გამოცდილება – ბევრი იშრომეს მენტორებთან ერთად, დაძლიეს საჯარო გამოსვლის შიში, გადალახეს წინაღობები და იგრძნეს მხარდაჭერა თანაგუნდელებისგან. მსგავსი ტიპის პროექტები და გაზიარების კულტურა თანამშრომლებს აახლოებს, ზრდის მხარდაჭერას, ამარტივებს ურთიერთობებს,  რაც ჩვენი როგორც HR-ების ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა.“ – ამბობს გვანცა ჩახავა.

[R]

UNO-ს დიზაინ კონცეპტიდან რეალურ პროდუქტამდე – გრაფიკული დიზაინერის ქეისი

ისინი გეუბნებიან, როგორ მოიქცე! – GIRLS. GIRLS. GIRLS.-ის კამპანია