ალდაგი ავტოდაზღვევის მომხმარებლებს მცირე ზიანის მომენტალურ ანაზღაურებას სთავაზობს, კომპანიაში დანერგილი ახალი სტანდარტით, ავტომობილის უმნიშვნელოდ დაზიანების შემთხვევაში ავტომფლობელს შეუძლია მიმართოს კომპანიას და ერთ დღეში მიიღოს მანქანის შეკეთებისათვის აუცილებელი თანხა.
ამ მესიჯის უკეთ გასააზრებლად ალდაგმა, კრეატიულ სააგენტო „კრაკენთან“ ერთად ვიდეორგოლი მოამზადა, რომელიც ბევრი ჩვენგანისთვის ნაცნობი სიუჟეტით ვითარდება თუმცა ბედნიერი დასასრული აქვს. ვიდეოს მთავარ ინსაითად ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მძღოლების პირველი რეაქცია — უცენზურო სიტყვებია გამოყენებული, მესიჯი „უფრო სწრაფად, ვიდრე ტუუუუ“ კარგად გამოხატავს იმას, რომ ალდაგი მძღოლის ბილწსიტყვაობაზე უფრო სწრაფად რეაგირებს და მძღოლებს შეუძლიათ, თავი უსაფრთხოდ იგრძნონ და შემთხვევის დროს უწმაწური სიტყვებისგან თავი შეიკავონ.
[პარტნიორის კონტენტი]