in

ალდაგმა ციფრული პროდუქტების განვითარების ახალი პლატფორმა დანერგა

ალდაგში მიმდინარე  DevSecOps ტრანსფორმაციის ფარგლებში, თანამედროვე ტექნოლოგია Kubernetes და Calico Enterprise დაინერგა, რომელმაც დეველოპერული პროცესები კომპანიაში მნიშვნელოვნად გაამარტივა. ეს ტექნოლოგია საშუალებას იძლევა, დაჩქარდეს პროდუქტების შექმნისა და განვითარების პროცესი, გაიზარდოს პროდუქტებზე ხელმისაწვდომობა და უსაფრთხოება.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინოვაცია, რომელიც კომპანიას მისცემს შესაძლებლობას, სწრაფად დანერგოს ციფრული გადაწყვეტილებები და გააუმჯობესოს სადაზღვევო სფეროში ციფრული პროდუქტების მოხმარების გამოცდილება.

ინოვაციის დანერგვაზე ალდაგის DevOps ინჟინერს, ვასილ გრიგოლაიას ვესაუბრეთ.

M: რა სიახლე დაინერგა კომპანია ალდაგში?

Calico Enterprise არის კონტეინერული გარემოს ქსელური ინფრასტრუქტურისა და უსაფრთხოების მენეჯმენტის პლატფორმა.

ამ პლატფორმის დანერგვის შემდეგ, აპლიკაციები კლასიკური ვირტუალური გარემოდან კონტეინერულ გარემოში გადავიტანეთ. ასევე, ეს აპლიკაციები მიკროსერვისებად დავშალეთ და მიკროსერვისულ არქიტექტურაზე გადავიდა.

ტექნოლოგია საშუალებას გვაძლევს, გავზარდოთ წარმადობა, ანუ უფრო სწრაფად შევქმნათ და განვავითაროთ ციფრული პროდუქტები და სერვისები. გავზარდოთ უსაფრთხოებისა და საიმედოობის ხარისხი. ტექნოლოგიას არაერთი უპირატესობა აქვს, რომლებიც გვეხმარება, მინიმუმამდე დავიყვანოთ აპლიკაციის გაშვებისას ხარვეზები და უზრუნველვყოთ ციფრული პროცესების უწყვეტობა.

M: რატომ შეარჩიეთ კონკრეტულად Calico და რა არის მისი დანერგვის მიზანი?

Calico Enterprise-ის დანერგვის მიზანი დეველოპერული პროცესების აჩქარება და უსაფრთხოების მაღალი გარანტიების მიღება იყო. ამ პლატფორმის დანერგვამდე, ცხადია, გადავხედეთ სხვადასხვა IT გადაწყვეტილებებს, თუმცა Calico Enterprise-ის შესაძლებლობიდან გამომდინარე, ეს ტექნოლოგია უნიკალურია და კომპანიაში არსებულ რამდენიმე საჭიროებას პასუხობს. ამიტომაც გადავწყვიტეთ კონკრეტულად ამ სისტემის დანერგვა. Calico-მ მოგვცა შესაძლებლობა, რომ ერთი ხელსაწყოს გამოყენებით, გავაუმჯობესოთ როგორც ქსელის, ისე უსაფრთხოების მართვის მექანიზმები.

M: რა სარგებელს მიიღებს ამ ტექნოლოგიის დანერგვით, ერთი მხრივ, ბიზნესი და, მეორე მხრივ, ალდაგის მომხმარებელი?

ბიზნესისთვისაც და მომხმარებლისთვისაც სარგებელი ცალსახად პოზიტიურია. ბიზნესი შეძლებს, აპლიკაცია დანერგოს დაახლოებით 5 წუთში, მაშინ როდესაც ტექნოლოგიის დანერგვამდე კლასიკურ ვირტუალურ გარემოში მის გაშვებას საათები და დღეები სჭირდებოდა. რეალურად, ნებისმიერი სირთულის ტექნოლოგიური ცვლილების და სიახლის დანერგვა უფრო მარტივი ხდება. რაც შეეხება სარგებელს მომხმარებლის მხარეს, მომხმარებელი მიიღებს სანდო, დაცულ, უსაფრთხო აპლიკაციას, რომელიც შეესაბამება ევროკავშირში არსებულ მონაცემთა დაცვის რეგულაციებს  (General Data Protection Regulation- GDPR).

M: როგორ შეცვლის ბიზნეს პროცესებს და რაზე იქონიებს გავლენას ამ ტექნოლოგიის დანერგვა? რამდენად გაზრდის კონკურენციას სადაზღვევო ინდუსტრიაში?

ტექნოლოგიამ გააუმჯობესა IT მიმართულებით ალდაგის პროდუქტიულობა და სერვისის უსაფრთხოება. მოგვეცა შესაძლებლობა, ბიზნესის უწყვეტობის მაჩვენებლები (SLA, RTO და RPO) გაგვეუმჯობესებინა, რაც ნიშნავს იმას, რომ მომხმარებელთან მიგვაქვს უფრო სწრაფი და სანდო სერვისი. ვფიქრობ, სადაზღვევო კომპანიებში ალდაგი პირველია, რომელმაც ეს ტექნოლოგია დანერგა. შესაბამისად, ინდუსტრიისთვის პოზიტიური სიახლეა. ამ პროექტით ალდაგი აგრძელებს ციფრულ განვითარებას და მომხმარებლისთვისაც და ინდუსტრიისთვისაც ეს მხოლოდ დადებითი მოვლენაა.

[R]

„გადმოენთე“! – „ენთები“ თავიანთ გუნდში გულანთებულ წევრებს იწვევენ

პროფესიაზე შეყვარებული ადამიანები სხვა მოტივაციის მქონე კოლეგებს აუცხოებენ — კვლევა