ალდაგისა და ველი სთორის პარტნიორობის ფარგლებში, მომხმარებლები, რომლებიც სახლის სრულ დაზღვევას შეიძენენ, ველი სთორისგან 150-ლარიანი ვაუჩერით დასაჩუქრდებიან. არსებული მომხმარებლები, კი, რომლებსაც სახლი უკვე აქვთ ალდაგში დაზღვეული, 100-ლარიან ჩენაძენზე 20-ლარიან ფასდაკლებას მიიღებენ. შეთავაზებით სარგებლობა 16 ივნისამდეა შესაძლებელი.
„ალდაგის სახლის დაზღვევის პროდუქტი გამორჩეულია იმით, რომ მას ანაზღაურების მაქსიმალური ლიმიტი არ გააჩნია, რაც ნიშნავს, რომ სახლის სრულად დაზიანების შემთხვევაში მომხმარებელი სახლის საბაზრო ღირებულების შესაბამის თანხას სრულად მიიღებს. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ჩვენს მომხმარებლებს დაზღვევის საუკეთესო პირობები შევთავაზოთ, რომელსაც უამრავი საჩუქარი და უპირატესობა მოყვება, და დაზღვევას უფრო კომფორტულს ხდის“, – აცხადებენ ალდაგში.
„ალდაგის“ სახლის სრული დაზღვევა მოიცავს მეზობლის წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევას და საიჯარო შემოსავლის დაზღვევას. გარდა ამისა, ის ფარავს სახლის არა მხოლოდ რემონტის, არამედ კარკასისა და შიგთავსის დაზიანების ხარჯებსაც, რაც მომხმარებელს ეხმარება მოულოდნელი ფინანსური რისკებისგან თავი სრულად დაიცვას. ალდაგის სახლის დაზღვევის შეძენა დაზღვევის მენეჯერის დახმარებით არის შესაძლებელი.
„ალდაგისა“ და „ველის“ კამპანიისთვის ვიდეორგოლი რეჟისორმა გიორგი მაისურაძემ გადაიღო.
„მინდოდა, ვიდეო ესთეტური ყოფილიყო და მყუდრო განწყობა შეექმნა. ამიტომ, შევარჩიე დიზაინერ – დოდო ჩხეიძის დიზაინით გაკეთებული ბინა, ხოლო გმირებად მოდელი – მარია დელ რუსო და ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ძაღლი, ბრიტანული ბულდოგი – მარლონ ბრანდო. სახლი ველი სთორის ნივთებით შევავსეთ და გარემო კიდევ უფრო საინტერესო გამოვიდა,“ – გიორგი მაისურაძე, რეჟისორი.
ვიდეო კრედიტები:
რეჟისორი: გიორგი მაისურაძე
ოპერატორი: ტატო კოტეტიშვილი
ოპერატორის ასისტენტი: გიგი ბუთხუზი
მოდელები: მარია დელ რუსო, ბარლონ ბრანდო
MUA: Make-up Institute Georgia
კომპოზიტორი: რეზო ღლონტი
მონტაჟი: ელენე მგელაძე