in

„მემკვიდრეობა“ ალდაგის მიერ შექმნილი ილუსტრაციებით

სფოთლაითის მთავარ თემას — მემკვიდრეობას — ალდაგი წელს საინტერესო ფორმით გამოეხმაურა. ალდაგის ინიციატივით, ილუსტრატორმა მარი კახურიშვილმა ძველი ქართული რეკლამების ილუსტრაციები სპეციალურად სფოთლაითის სტუმრებისთვის შექმნა.  

„წლევანდელი თემა „მემკვიდრეობა“ განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ჩვენთვის და გადავწყვიტეთ, სფოთლაითის სტუმრებისთვის უნიკალური ქართული რეკლამები ილუსტრაციების ფორმით გაგვეხსენებინა. ბარათებზე, ილუსტრაციებთან ერთად, QR კოდით ვიდეოს ნახვა და სხვადასხვა დროს შექმნილი გამორჩეული რეკლამების გახსენებაც შეიძლებოდა. ვფიქრობთ, ჩვენი ბარათებით სტუმრებს სარეკლამო სფეროს მემკვიდრეობის გახსენების შესაძლებლობა მივეცით“,ქეთი მაღალაშვილი, ალდაგის ბრენდის და კომუნიკაციების ხელმძღვანელი. 

1. On the road — ალდაგი

ალდაგისა და ცნობილი ქართული ბენდის, „მწვანე ოთახის“ კოლაბორაცია — სიმღერა On The Road, ძალიან მოკლე დროში გახდა ჰიტი და წლის ყველაზე პოპულარულ სიმღერად იქცა. 

2. Santa in da house — საქართველოს ბანკი

ალბათ, ძალიან ცოტა ადამიანი თუ მოიძებნება, ვისაც საქართველოს ბანკის ხსენებაზე ეს ლეგენდარული რეკლამა არ ახსენდება, ნარინჯისფერი სანტას ისტორიები წლების განმავლობაში ახალი წლის განუყოფელი ნაწილი იყო.

3. 18, 18, 18 — რიკო კრედიტი

რიკო კრედიტის ამ ლეგენდარულმა რეკლამამ შეძლო, რომ დღემდე ყველამ იცის პასუხი კითხვაზე — თვრამეტი? ისევ თვრამეტი?…

4. მერე რა, რომ ზამთარია — ლუდი ნატახტარი

„ჩვენ ერთად ვართ მთავარია, მერე რა, რომ  ზამთარია“, — ეს სიტყვები ზამთრის და ნიკო გომელაურის ლექსებთანაა ასოცირებული. 

5. თუ გინდა, სესხი აიღე ზიპ კრედიტში 24 თვით — ზიპ კრედიტი

ზიპ კრედიტის ეს კამპანია რთულ მისიას ასრულებს — სახალისო, იუმორნარევი სიმღერით ადამიანებამდე საჭირო ინფორმაცია მიაქვს. 

6. ბალი სულ სხვაა — ბალი

ალბათ, „Ბალი სულ სხვაა“ ერთ-ერთი პირველი ქართული რეკლამა იყო, რომელმაც, ფაქტობრივად, მიუზიკლი დაგვიდგა. 

7. 25 – 60 – 60 — ავეჯის გადაზიდვის სერვისი

„ავეჯის გადაზიდვის სერვისი 25 – 60 – 60“ — ალბათ, ეს ფრაზა გონებაში ყველას ერთი ინტონაციითა და ტემბრით ჩაესმის. 

8. პირველად, რომ დაგინახე მაშინ მივხვდი რა ტკბილია ცხოვრება — ბარამბო

Frank Sinatra-ს ცნობილი სიმღერის ქართული ვერსია ბევრი ჩვენგანის გონებაში ბავშვურ, ტკბილ მოგონებებთან და ბარამბოსთან ასოცირდება. 

9. მე ვერ გეტყვი, რომ მიყვარხარ — მაგთი

წამღერებაც საკმარისია, რომ გავაგრძელოთ: „რომ ფიქრი ხარ ჩემი“…

10. Სი ჩერტო — ბადაგონი

ბადაგონის ეს რეკლამა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და დასამახსოვრებელია ქართული მარკეტინგის ისტორიაში; ლეგენდარული სოფიკო ჭიაურელის მონოლოგი და ცნობილი ფრაზა „სი ჩერტო“, რომელსაც დღემდე არ დაუკარგავს აქტუალობა. 

[R]

„ჰუალინგ პლაზაში“ შოპინგი მომგებიანია

როგორი იყო 2023 წელი სააგენტო making science-ისთვის