in ,

ალდაგი კანის ლომების ახალგაზრდული ფესტივალის მხარდამჭერი იყო

სადაზღვევო კომპანია ალდაგი კანის ლომების ახალგაზრდული ფესტივალის მხარდამჭერი იყო და პრინტის კატეგორიას წარმოადგენდა. ალდაგის ინიციატივით, პრინტის კატეგორიის ბრიფი წელს კლიმატის ცვლილებისგან გამოწვეული ზიანის შემცირებას ეხებოდა, რომელშიც 150-მდე ახალგაზრდისგან დაკომპლექტებული 74 გუნდი მონაწილეობდა.

კანის ლომების ახალგაზრდული ფესტივალი, საქართველოში უკვე ცხრა წელია ტარდება. წლევანდელი ახალგაზრდა ლომების კონკურსი, სიმრავლით გამოირჩეოდაადგილობრივი შეჯიბრი ექვს კატეგორიაში ჩატარდაშესაბამისად, კანის საერთაშორისო კრეატიულ ფესტივალზე საასპარეზოდ ექვსი გამარჯვებული გუნდი გაემგზავრება და საქართველოს სახელით იბრძოლებს პირველობის მოსაპოვებლად.

ქეთევან მაღალაშვილი, ალდაგის ბრენდის განვითარებისა და სტრატეგიული კომუნიკაციების უფროსი:ალდაგი, წელს, წარმოდგენილი იყო პრინტის კატეგორიაში. ჩვენი ბრიფი ეხებოდა კლიმატის ცვლილებისგან გამოწვეული ზიანის შემცირებას. პრინტის კატეგორიის მონაწილეებს შევთავაზეთ მოეფიქრებინათ იდეები ჩვენი პროექტისთვის, რომლის მიზანიც საქრთველოს ტერიტორიაზე რისკზონების იდენტიფიცირება და ერთგვარი ციფრული გზამკვლევის შექმნაა. ეს გზამკვლევი უნდა დაეხმაროს ადამიანებს რისკზონების იდენტიფიცირებაში და რისკის დადგომის შემთხვევაში რისკისგან თავის დაღწევაში. ჩვენ, როგორც სადაზღვევო კომპანია ვგრძნობთ პასუხისმგებლობას, რომ კლიმატური რისკების შემცირებაში ჩვენს მოქალაქეებს ხელი შევუწყოთ.”

გიორგი ქვლივიძე, Q&A-ის დამფუძნებელი და არტ დირექტორი, კანის ლომების პრინტის კატეგორიის ჟიურის პრეზიდენტი:პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ მთელი 74 გუნდის ნამუშევარი იყო კონკურსში, რაც გასახარია. ჩემი დაკვირვებით, პროგრესია ბრიფის გაგებაში და ტექნიკურადაც საერთო ფონი დაიხვეწა. გამარჯვებული ამ კატეგრიის ყველა ჟიურის წევრთა ხმების დაჯამებით გამოვავლინეთ და კმაყოფილი ვარ იმ სამეულით რომელმაც მედლები დაიმსახურა. ოქროს მედალოსანს კი, ალბათ მოულოდნელი მეტაფორა და მსუბუქი, განგაშს მოკლებული, ტონალობა დაუფასდა. იმედი მაქვს ეს გუნდი, საერთაშორისო ეტაპზეც იყოჩაღებს.”

მარიამ ბეროძე, პრინტის კატეგორიის გამარჯვებული (REDBERRY):ძალიან საინტერესო ბრიფი იყო, რომელმაც არა ერთი იდეა გაგვიჩინა, გუნდური მუშაობით კი მივედით იმ კონკრეტულ ინსაითამდე, რომელზეც შემდეგ პრინტი ავაგეთ. ინსაითამდე მისვლა საკმაოდ რთული პროცესი იყო, რადგან ვფიქრობ, თუ ინსაითი არასწორია, ფუჭია ყველანაირი შრომა რომელზეც შემდეგ დიზაინს დააფუძნებ. ჩვენ გვჯეროდა, იმის, რასაც ვაკეთებდითჩვენი ნამუშევარი ბრიფს ძალიან კარგად პასუხობდა და ვფიქრობ, გამოგვივიდა. კონკურსში გამარჯვებამ, კიდევ ერთხელ დამარწმუნა იმაში, რომ ცხოვრებაში სწორი გადაწყვეტილება მივიღე, როდესაც ციფრული ინდუსტრიის სფეროში გადავწყვიტე ჩემი თავის გამოცდა და ახლა მეტი თავდაჯერებულობით გავაგრძელებ მუშაობას, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, როგორც საქართველოს წარმომადგენელი კანის საერთაშორისო ფესტივალზე, და მაქსიმალურად ვეცდები, რომ იმედები გავამართლო.“

DAVE, პრინტის კატეგორიის გამარჯვებული (REDBERRY):დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩვენი ნამუშევარი კონკურენტუნარიანი იყო, თუმცა, ძალიან ვნერვიულობდი. ბრიფზე მუშაობის დაწყებამდე, მთავარი მიზანი, პროცესით მაქსიმალური სიამოვნების მიღება იყო, ეს მიდგომა, კი, ძალიან დაგვეხმარა. იდეაზე მუშაობა გაცილებით რთული და ემოციური აღმოჩნდა, თუმცა როცა გადაწყვეტილებამდე მივედით, დარწმუნებული ვიყავი, რომ სწორი მიმართულება ავიღეთ და გაამართლა. გამარჯვებულის ემოცია და სცენაზე დგომა განსაკუთრებული შეგრძნებაა, როცა ხედავ როგორ გგულშემატკივრობენ მეგობრები, სრულიად უცხო ადამიანები, ეს უდიდეს მოტივაციას და თავდაჯერებულობას გაძლევს, რომ მომავალში გაამართლო ამ ადამიანების იმედები.“

[პარტნიორის კონტენტი]

მცხეთაში თიბისის ბარათებით საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდას შეძლებთ

არქიში ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა!