წარმოიდგინეთ, სეტყვის უზარმაზარი ლოდი ან გიგანტური ქოთანი, რომელიც მანქანას ეცემა –რას იფიქრებთ ასეთი სცენის დანახვისას? რა თქმა უნდა იმას, რომ სცენები არარეალურია, თუმცა სწორედ ამ არარეალური სცენებით ცდილობს ალდაგი გამოხატოს დაუზღვეველი მანქანის მძღოლების შიშები და ემოციური მდგომარეობა.
ალდაგის ახალი კამპანია სრულად ხელოვნური ინტელექტის მიერ არის შექმნილი, რაც შემოქმედებითი ჯგუფის განცხადებით, საქართველოში მარკეტინგის ინდუსტრიაში სრულად AI ფროდაქშენის პირველი შემთხვევაა.
ქვეყანაში, სადაც ავტომფლობელების მხოლოდ 7% სარგებლობს ავტოდაზღვევით, ალდაგის ინოვაციური მიდგომა დაზღვევის მიმართ ადამიანების დამოკიდებულების შეცვლას ისახავს მიზნად. კომპანიამ გადაწყვიტა უარი ეთქვა ტრადიციულ სარეკლამო ხელსაწყოებზე და ამჯერად, მაყურებელს ემოციურად დატვირთული, ირონიით სავსე ისტორიები შესთავაზა, დაუზღვეველი მანქანის მფლობელების გაზვიადებული შიშების შესახებ.
ეს პროექტი, რომელიც ალდაგმა AI სააგენტო Buff.Labs-სა და კრეატორ გიორგი ქუცა რუხაძესთან თანამშრომლობით განახორციელა, იყო ერთგვარი განაცხადი, რომ ხელოვნური ინტელექტი უკვე არა მხოლოდ დამხმარე ინსტრუმენტი, არამედ შემოქმედებითი პროცესის სრულფასოვანი მონაწილეა. AI-ს დახმარებით შეიქმნა ყველაფერი – მუსიკიდან და ხმოვანი ეფექტებიდან დაწყებული, ვიზუალური სცენებითა და პერსონაჟებით დამთავრებული. დეტალებზე ალდაგის PR-სა და მარკეტინგის ხელმძღვანელი ქეთევან მაღალაშვილი გვესაუბრა.
M: რა გახდა კომუნიკაციაში ამ ტიპის ტექნოლოგიის დანერგვის მთავარი მიზეზი და როგორ ჩამოყალიბდა კამპანიის კონცეფცია?
ქეთევან მაღალაშვილი: ჩვენი ამოცანა ალდაგის ზაფხულის სეზონისთვის იყო ახალი მომხმარებლის მოზიდვა და ავტოდაზღვევის აუცილებლობაზე აქცენტის გაკეთება. ცნობილია, რომ ავტოდაზღვევით საქართველოში ავტომფლობელების მხოლოდ 7% სარგებლობს და ეს საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია. გვინდოდა, დაზღვევის რეალურ საჭიროებაზე გაგვემახვილებინა ყურადღება და ასე შეგვეთავაზებინა გონების სიმშვიდე და შიშების დაძლევა ახალი მომხმარებლებისთვის.
M: გლობალურად AI უკვე აქტიურად გამოიყენება სხვადასხვა სფეროში. რა გახდა გადამწყვეტი ფაქტორი, რომ სწორედ ხელოვნურ ინტელექტს მიმართეთ ამ კამპანიისთვის?
ქეთევან მაღალაშვილი: კონცეფცია დაიწყო კონკრეტული ინსაითიდან – დაუცველობის განცდა, რომელიც დაუზღვეველი მანქანის მფლობელებს აქვთ და ყოველდღიური შიშების გაზვიადებული აღქმა.
ვფიქრობ, მოვახერხეთ რომ AI-ს მიერ შექმნილ პერსონაჟებს და სცენებს ზუსტად გადმოეცა ის დაძაბული, საშიშად აღქმული რეალობა, რომელსაც ადამიანებს საკუთარი მანქანის დაუზღვევლობა უქმნით.
M: როგორ მიმდინარეობდა შემოქმედებითი პროცესი და რა პრინციპით შეირჩა ვიზუალური სტილი და სცენები?
ქეთევან მაღალაშვილი: შემოქმედებით გუნდს მივეცით დავალება, შეგვექმნა მაქსიმალურად რეალური გარემო, ოდნავ ირონიული ტონით. პერსონაჟები და გარემო უნდა ყოფილიყო ნაცნობი და ქართულთან მიახლოებული და გამოგვეყენებინა ვიზუალურად არატიპური სცენები, რომლებიც სქროლვისას მომხმარებელს შეაჩერებდა. ასეთია, მაგალითად, გრანდიოზული ყინულის წვიმა, უზარმაზარი ქოთანი, რომელიც მანქანას ეცემა და ა.შ. ვფიქრობ, მთავარი გზავნილი – როცა დაზღვევა გაქვს, დაზიანება კატასტროფა არ არის – კარგად გადმოვეცით.
დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მთელ გუნდს, ალდაგის შიდა გუნდის, ქუცას და Buff.Labs-ის ჩათვლით, რომელმაც ამ კამპანიაზე იმუშავეს.
გიორგი ქუცა რუხაძე, ქოფირაითერი და იდეის ავტორი: „ალდაგის ამ ახალ კამპანიას საფუძვლად უდევს მძღოლებზე დაკვირვება. საკმარისია დავინახოთ სცენა, როცა ავტომობილს რაიმე დაუზიანდა და იქვე, მძღოლის რეაქციით მივხვდებით ჰყავს თუ არა დაზღვეული. კრეატიულ ხერხად გამოვიყენეთ გაზვიადება, რაც კარგად გამოხატავს რაიმე დაზიანების დროს იმ მძღოლების რეაქციას, რომელთაც ავტომობილი დაზღვეული არ აქვთ”.
M: რა უპირატესობები შენიშნეთ AI ტექნოლოგიაში, ტრადიციულ პროდაქშენთან შედარებით და რა გამოწვევები ახლდა პროცესს?
ქეთევან მაღალაშვილი: AI-მა მოგვცა თავისუფლება შეგვექმნა სცენები, რომლებიც ტრადიციულ გადაღებებში ან ძალიან ძვირი იქნებოდა, ან ტექნიკურად შეუძლებელი. ასევე გამოგვეყენებინა დასამახსოვრებელი ვიზუალური ენა, რაც ხშირად ძნელად მიიღწევა რეალური გადაღებით. რეალურად იმის საშუალება მოგვეცა, რომ ნაკლები დრო და რესურსი დაგვეხარჯა ფროდაქშენზე და მეტი დრო და ძალა გადაგვეტანა შინაარსზე და ემოციურობაზე.
AI ასევე აღმოჩნდა ინსპირაციის წყარო – სცენების განვითარება ზოგჯერ თვითონ პლატფორმებისგან მოდიოდა, რაც მთელი კამპანიის პროცესს უფრო ინტერაქციულს და ექსპერიმენტულს ხდიდა.
ქეთევან მაღალაშვილი: მომხმარებლებმა, ერთი შეხედვით, რეალურისგან ვერ გაარჩიეს პერსონაჟები და საკმაოდ პოზიტიურად და საინტერესოდ აღიქვეს ეს რგოლები. ჩვენს მთავარ მიზანს, რომ ხალხს დაენახა, რატომ არის დაზღვევა გონების სიმშვიდის საშუალება ვფიქრობ, მივაღწიეთ. ასევე კამპანიით დაინტერესდნენ მარკეტერებიც, რაც თავისთავად მიანიშნებს იმაზე, რომ ბრენდის ეს მიდგომა ახალ, ინოვაციურ გადაწყვეტილებად ჩათვალეს.
M: როგორ ხედავთ AI-ის როლს ალდაგის სამომავლო მარკეტინგულ სტრატეგიაში?
ქეთევან მაღალაშვილი: AI კამპანია ერთჯერადი ექსპერიმენტი არ იყო. ვგეგმავთ, რომ AI ვიზუალური ენა განვავრცოთ სხვა პროდუქტებზეც და ახალი ფორმატები ვცადოთ. ამ კამპანიით დავინახეთ, რომ ტექნოლოგია მხოლოდ ხელსაწყო არაა. ის ხდება ნარატივის ნაწილი, რაც მარკეტინგს სრულიად ახალ მნიშვნელობას სძენს.
[R]












