სადაზღვევო კომპანია ალდაგი ავტოდაზღვევის მომხმარებლებს მცირე ზიანის მომენტალურ ანაზღაურებას სთავაზობს. კომპანიაში დანერგილი ახალი სტანდარტით, ავტომობილის უმნიშვნელოდ დაზიანების შემთხვევაში ავტომფლობელს შეუძლია მიმართოს კომპანიას და ერთ დღეში მიიღოს მანქანის შეკეთებისათვის აუცილებელი თანხა.
სწრაფი ანაზღაურების პროცედურით მომხმარებელი ზარს ახორციელებს ქოლცენტრში, რის შემდეგაც დისტანციურად, ფოტოსურათების საფუძველზე, თანხმდება ასანაზღაურებელი თანხა და ის მომხმარებელს ანგარიშზე ერთ დღეში ერიცხება.
ალდაგის სწრაფი რეგულირების ახალი ფორმატი რელევანტურია იმ შემთხვევაში, თუ შეჯახება ცალმხრივია, ანუ სახეზე არ გვაქვს სხვისი ქონების დაზიანება და ზიანი არ აღემატება 2000 ლარს. ამასთან, მომხმარებელი მზადაა, თავად შეაკეთოს ავტომობილი საკუთარი შეხედულებისამებრ. სერვისის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ შემთხვევის დადგომის შემდეგ, მომხმარებელს არ უწევს დიდი ხნით ავტომობილის გაჩერება შემთხვევის ადგილზე და სტანდარტული პროცედურების გავლა. ალდაგის მხარდაჭერის გუნდი დისტანციურად დაეხმარება მას, გააზიაროს დაზიანების ამსახველი ფოტომასალა და მიიღოს შეთავაზებული თანხა ანგარიშზე.
„ალდაგის გამოცდილებით, ავტოსაგზაო შემთხვევების დიდი ნაწილი სწორედ მცირე დაზიანებებით სრულდება. ჩვენი მიზანია, რომ ასეთ დროს, ჩვენს დაზღვეულებს აღარ მოუწიოთ სტანდარტული პროცედურების გავლა და მიიღონ მეტი კომფორტი დროის დაზოგვისა და ეფექტურობის თვალსაზრისით,“- აცხადებენ კომპანიაში.
ალდაგის ავტო დაზღვევა ფარავს ყველა შესაძლო რისკს, რაც შეიძლება მანქანის ფლობას ახლდეს: ავტოსაგზაო შემთხვევა, გარეგანი დაზიანება, სტიქია (სეტყვა, მიწისძვრა), ვანდალიზმი, ქურდობა, ძარცვა, ხანძარი და ა.შ. ალდაგის ავტო დაზღვევას მოყვება მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევაც, რომელიც მძღოლს გაუთვალისწინებელი ხარჯებისგან დაიცავს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის სხვის მანქანას დააზიანებს, რაც ნიშნავს, რომ მესამე პირის ავტომობილის აღდგენის ხარჯებსაც ალდაგი უზრუნველყოფს.
„მცირე დაზიანებებზე ალდაგი უსწრაფესად რეაგირებს და თანხას იმავე დღეს გინაზღაურებს – ამის თქმა გვინდოდა ვიდეორგოლის დახმარებით, რომელიც ალდაგისთვის შევქმენით.
ვიდეოს მთავარ ინსაითად, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მძღოლების პირველი რეაქცია – უცენზურო სიტყვები გამოვიყენეთ. „საჭემ გინება იცის”, „შენც დაჯდები საჭესთან და ნახავ” – ეს ფრაზები ადასტურებს, რომ ავტოსაგზაო შეთხვევების დროს მძღოლების პირველი რეაქცია ხშირად გინებაა.
მესიჯი „უფრო სწრაფად, ვიდრე ტუუუუ” კარგად გამოხატავს იმას, რომ ალდაგი მძღოლის ბილწსიტყვაობაზე უფრო სწრაფად რეაგირებს და მძღოლებს შეუძლიათ თავი უსაფრთხოდ იგრძნონ და შემთხევის დროს უწმაწური სიტყვებისგან თავი შეიკავონ.
რაც შეეხება გადაღების პროცესს, თავი მხოლოდ ამინდისგან ვერ დავიზღვიეთ.
იყო მზეც, ქარიც, თოვლიც და წვიმაც, მაგრამ ამან ხელი ვერ შეგვიშალა და საკმაოდ სახალისო ვიდეო გამოგვივიდა,“ – კრაკენის გუნდი.
VIDEO CREDITS:
Agency: Kraken
Creative Director: Cici Bodokia, Aleqsandre Kata Kokosadze
Art Director: Tina Makashvili
Creative Team Lead: Anka Natsvlishvili
Copywriters: Ekuna Tkeshelashvili
Motion Designer: Saba (Spike) Fruidze
Illustrator: Giorgi Kachkachishvili
Production Company: Common Ads
Director: Tevdore Gogoladze
Production Company: Common Ad
Director: Tevdore Gogoladze
DoP: Temo Matcharadze
Executive Producer: Giorgi Samsiani
Production Designer: Kato Gelashvili
Gelashvili
MU: Eka Chikhradze
Set PA: Giorgi Roinishvili, Giorgi Barbaqadze
Focus Puller: Erekle Tskhelishvili
Cameramen: Giorgi Pailodze
Gaffer: Levan Sumbatashvili
Lightening Operator: Giorgi Chubinidze,
Boom operator: Tornike Bukhrashvili
Cast: Tornike Babukhadzia, Luka Tarxan-mouravi
Edit: Vako kiladze
Illustration Credits:
Project manager: Anka Natsvlishvili
Art Director: Tina Makashvili
Illustrator: Giorgi Kachkachishvili
[R]