კამპანიის ფარგლებში, მომხმარებლები რომლებიც ავტომობილს ალდაგში დააზღვევენ, ექსკლუზიურად შექმნილ სასაჩუქრე ნაკრებს მიიღებენ, რომელიც შექმნილია კომფორტისთვის და მძღოლებს შესაძლებლობას აძლევს, უკეთ იზრუნონ საკუთარ მანქანაზე. კამპანია 30 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
ალდაგის ახალი ვიდეორგოლის ფორმატი განსხვავებული და სახალისოა. ეს არის ცნობილი TV Shop-ის პირველი, ქართული, თანამედროვე ვერსია, რომელიც ამ ფორმატის ინსპირაციით შეიქმნა.
„ვიდეოს ფორმატი სრულიად განსხვავებულია, მსგავსი პროდუქტი საქართველოში ჯერ არ შექმნილა. ეს არის ტივი შოპის პირველი, ქართული, თანამედროვე ვერსია. ვეცადეთ, მომხმარებლები განსხვავებული და სახალისო ფორმით ჩაგვერთო კამპანიაში; აქვე, შეგახსენებთ, რომ მომხმარებლები საჩუქრების მიღებას, ჩვენთან, სექტემბრის ბოლომდე შეძლებენ“, – აცხადებენ ალდაგში.
„ავტობოქსის საერთო ბენეფიტის კომუნიკაციისთვის საჭირო იყო მისი თითოეული შემადგენელი ნაწილის დემონსტრაცია. ბუნებრივად გაგვახსენდა “infomercial” ფორმატი, რომლის მთავარი დანიშნულებაც ზუსტად features / advantages / benefits დემონსტრაცია იყო. “მეჯიქ ბლეიდის”, “ულთიმეთ ჩოფერის” და “სუპერქანჩის” რეკლამები საკმაოდ კარგად გვახსოვდა ბავშვობიდან, თუმცა კამპანიისთვის მზადებისას, ხელახლა გავეცანით “ჟანრის კლასიკას”, რომ უკეთ გაგვეაზრებინა TV Shop-ისთვის დამახასიათებელი ესთეტიკა. გადაღების სატელევიზიო სტილი, შავ თეთრი კადრები, ნაკლებად დამაჯერებელი თარგმანი, გადახმოვანება და ხშირად განმეორებადი ფრაზები იყო ის, რაც დაგვეხმარა, რომ ავტობოქსი თითოეული ჩვენგანისთვის ნაცნობ ფორმატში გაგვეცნო”, – რეზო შელია, კრეატიული დირექტორი.
Creative Director – Rezo Shelia;
Creative Director – Achi Oragvelidze;
Producer – Mariam Khoperia;
Director – Giorgi Okmelashvili;
1st AD – Nini Nozadze;
Art Department – Mariam Geladze;
Art Department Assistant – Giorgi Khukhunaisvhili;
Camera – Bachana Guchua, Beka Gabunia;
Prop Master – Guja Chiburdanidze;
Decorator – Davit gordzamashvili;
Gaffer – Misha Saganelidze;
Light and Grip – Vajha Aprasidze, Bidzina Shkaidze, Achi Samkharadze, Robert Arakeliani; Post Production – Lasha Kalandadze;
Making of – Daniel Samkharadze.
[პარტნიორის კონტენტი]