in

ალდაგმა ქართული ლუდის კომპანიას 320 000 ლარი აუნაზღაურა

სადაზღვევო კომპანია ალდაგმა ქართული ლუდის კომპანიას სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანი 320 000 ლარი სრულად აუნაზღაურა.

ლუდსახარში ზედაზენის საწარმო საგურამოში გასული წლის ზაფხულში ძლიერი ნალექის შედეგად ნაწილობრივ დაიტბორა. დაზიანდა საწარმოს როგორც შიდა, ისე გარე ტერიტორია.

ქართული ლუდის კომპანია ბიზნესთან დაკავშირებული რისკების სრული დაზღვევით სარგებლობდა, რის საფუძველზეც საწარმომ, ალდაგის მხარდაჭერით, სრულფასოვნად შეძლო ზიანის აღდგენა.

„ქართული ლუდის კომპანიამ“ ალდაგთან თანამშრომლობა გასულ წელს დაიწყო. მოხარული ვართ, რომ ჩვენს პარტნიორ კომპანიას ვეხმარებით ზიანის შემცირებაში და ხელს ვუწყობთ, რომ დანაკარგების გარეშე გააგრძელოს ოპერირება და ბაზრის ქართული პროდუქციით დაკმაყოფილება. ამ მასშტაბის ზიანის აცილება, გვჯერა, მხოლოდ დაზღვევით არის შესაძლებელი და გვიხარია, რომ ქართულ კომპანიებს შორის რისკების დაზღვევა სულ უფრო გავრცელებული პრაქტიკა ხდება,“განაცხადა ალდაგის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბარათაშვილმა.

„საწარმოს ოპერირებისას მნიშვნელოვანია სწორი და საიმედო სადაზღვევო პარტნიორის ყოლა, ზარალის დადგომისას, განსაკუთრებით სტიქიური მოვლენის წინაშე, ყველა უძლურია. სწორედ ქართული ლუდის კომპანიას და სადაზღვევო კომპანია ალდაგის თანამშრომლობის შედეგად შევძელით, რომ მოკლე დროში აღგვედგინა საწარმოს სრულფასოვანი ციკლი და ჩვენი ბიზნესისთვის აქტიურ სეზონზე მომხმარებლისათვის  შეუფერხებელი მიგვეწოდებინა საწარმოში დამზადებული პროდუქცია“, სს. ქართული ლუდის კომპანიის დირექტორი, კახაბერ კოტრიკაძე.

[პარტნიორის კონტენტი]

5 ქვეყანა, სადაც განსაკუთრებულ სააღდგომო ტკბილეულს ამზადებენ

Google Earth-ში ნახავთ, როგორ შეიცვალა სამყარო 1984 წლიდან დღემდე